სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვალის N2 საჯარო სკოლაში წიგნიერების დღე აღნიშნეს
16-12-2019
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N2 საჯარო სკოლაში წიგნიერების დღე აღინიშნა.

მე-7 კლასის მოსწავლეებმა, კლუბ „ეკო- Vision-ის“ წევრებმა, ფილოლოგიის კათედრის წარმომადგენელმა, ლიანა სარიშვილმა, ბიბლიოთეკარმა, მზია ასპანიძემ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ფიქრია ჩხიტუნიძის, ორგანიზებით საინტერესო აქტივობებით დატვირთული შეხვედრა მოაწყვეს.

შეხვედრის მიზანი კითხვის სტრატეგიების გახსენება, წიგნიერების დონის ამაღლება და გამომსახველობითი კითხვის მნიშვნელობის გაგება-გააზრება იყო.

მოსწავლეებმა თავიანთი საყვარელი წიგნების შესახებ ისაუბრეს, ქართული და მსოფლიო ლიტერატურის სხვადასხვა ნიმუშიდან საინტერესო ფრაზები წაიკითხეს, ამა თუ იმ ავტორის სტილის თავისებურების შესახებ თავიანთი აზრი გამოთქვეს და თემატური პლაკატები დაამზადეს.

მასწავლებლებთან და კლუბ „ეკო-Vision-ის“ წევრებთან საბავშვო მწერალ ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“ ნაწყვეტები წაიკითხეს.

„ამბობენ, რომ წიგნები ადამიანების საუკეთესო მეგობრები არიან, სწორედ ყველაზე წიგნიერმა ადამიანებმა შეიძლება შემოიკრიბონ გვერდით საინტერესო მეგობრები. წიგნები ჩვენს გვერდით იბადებიან, ცხოვრობენ, იცრიცებიან, ფურცლები უყვითლდებათ და ყველაზე ამამაღლებელ საიდუმლოებებს გვასწავლიან. ცნობილი ფაქტია, რომ „ბავშვის კითხვის მოტივაციაზე დადებითად მოქმედებს საკუთარი არჩევანით შერჩეული წიგნების კითხვა. თუ მასწავლებელმაც ურჩია რამდენიმე კონკრეტული წიგნის წაკითხვა, მიეცით ბავშვს საშუალება, რომ თავისი წიგნებიც დაამატოს ან ჩაანაცვლოს. მკითხველისთვის ავტონომიის მინიჭება მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება