სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლემ მცირე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
13-12-2019
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის იყალთოს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ შიშმანაშვილი არასამთავრებო ორგანიზაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა PITA“ მიერ გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობდა.

კონკურსისთვის განსაზღვრული იყო პროექტები სხვადასხვა თემაზე. მარიამმა წარადგინა პროექტი - „წიგნიერების ხელშეწყობა და განათლების ხელმისაწვდომობა“, რომელმაც გაიმარჯვა.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის აქტივობა. ეს პროექტი ჯერ არ არის დამთავრებული და აქტიურ ფაზაშია. I აქტივობა იყო სკოლისა და სოფლის ბიბლიოთეკარების შეხვედრა მოსწავლეებთან. მათ ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობაზე, დანიშნულებაზე, იმაზე თუ რა როლს თამაშობს წიგნი ადამიანის პიროვნული განვითარების საქმეში.

ერთ-ერთი აქტივობა იყო დისკუსია უმცროსკლასელებთან თემაზე „ქალთა უფლებები ლიტერატურაში“. ბავშვებმა განიხილეს ქართველი და უცხოელი მწერლების მოთხრობები და ზღაპრები, რომლებშიც ირღვევა ქალთა უფლებები. დისკუსია საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის და აქტიურად ჩაერთვნენ წიგნების განხილვაში.

III აქტივობა იყო დისკუსია უფროსკლასელებთან თემაზე „ადამიანის უფლებები ლიტერატურაში“. ისევე, როგორც უმცროსკლასელებმა, უფროსკლასელებმაც განიხილეს ის წიგნები, რომლებშიც მათი აზრით, ადამიანის უფლებები ილახებოდა. ესენია: ,,ლეილა იძულებით გათხოვილი“, „აღიარება ხელის გულზე“, „სხვა უდაბნოს საიდუმლო“, „წიგნის ქურდი“ და სხვა.

პროექტით დაგეგმილია სკოლისთვის წიგნების შეძენა და სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისათვის საკანცელარიო მასალების ყიდვა. საგრანტო თანხის ნაწილი კი ორგანიზაციამ მარიამს გადასცა“,-აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება