სიახლეები
სამასწავლებლო

„რამხელა სიხარულია, ემიგრაციაში წასული მშობლები შვილების წარმატების შესახებ რომ ნახულობენ Etaloni.ge-ზე ინფორმაციას“
12-12-2019
-
+


სკოლის მიმართ ნდობის ამაღლება, ეთნიკურად არაქართულენოვანი მოსწავლეების საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, ურთიერთობების ჩამოყალიბება... ასე აფასებენ Etaloni.ge-სთან თანამშრომლობას საჯარო სკოლების დირექტორები თუ წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ თავს „ეტალონის“ დიდი ოჯახის წევრად მოიაზრებენ და იმედოვნებენ, რომ ეს ურთიერთობები დიდხანს გასტანს.

ნათელა ბახტაძე - შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის  საჯარო სკოლის დირექტორი:

- მას შემდეგ, რაც „ეტალონი“ ჩვენი მოსწავლეების ცხოვრებაში გამოჩნდა, ბავშვები ბევრად მოტივირებულები გახდნენ, წიგნიერების დონეც აიმაღლეს და ზოგადად, პროექტი ძალიან წაადგა საგანმანათლებლო სისტემას; თითქმის ყველა მოსწავლე აქტიურად მონაწილებს პროექტში, ისინი უფრო შემოქმედითები გახდნენ და ცდილობენ, Etaloni.ge-ზე გამოქვეყნებული არც ერთი ინფორმაცია ყურადღების მიღმა არ დარჩეთ. სიმართლე გითხრათ, ჩვენი სკოლა ყოველთვის აქტიური იყო და წლების 30 საუკეთესო სკოლას შორისაც მოვხვდით, მაგრამ ამის შესახებ ვერავინ გაიგო. ახლა კი Etaloni.ge გვაქვს, რომელიც უტყუარ და ოპერატიულ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას.

ქეთო სულამანიძე - თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის წარმომადგენელი:

 - სასწავლო წელი წარმატებით დავიწყეთ, თითქმის ყველა მასწავლებელმა გაიარა გადამზადება, მოსწვალეებიც ჩართულები არიან საგაკვეთილო პროცესში და „ეტალონის“ პროექტებშიც მონაწილეობენ. შეუძლებელია, არ აღვნიშნო, მსგავსი პროექტები მხოლოდ დადებითად მოქმედების მოსწავლეების განვითარებაზე, ისინი  სწავლობენ ინფორმაციის მობილიზებასა და სწორად გამოყენებას; ეცნობიან ლიტერატურას, არიან ნაკითხები და მოტივირებულები - ცდილობენ, მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში, რათა იყვნენ წარმატებულები და მათ შესახებ საზოგადოებამ შეიტყოს.

ქეთევან ედიბერიძე -კერძო  სკოლა „ანაბასისის“ დირექტორი:

- სამ წელზე მეტია „ეტალონთან“ ვთანამშრომლობთ და ჩვენთვის ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანია. ვეცნობით სხვადასხვა სკოლის სიახლეებს, ჩვენ შესახებაც Etaloni.ge-ს საშუალებით ვრცელდება ინფორმაციები... საიტი ცნობადს ხდის სკოლას, სასწავლო დაწესებულების პოპულარიზაციას კი დიდი დატვირთვა აქვს - ერთმანეთს წარმატებას ვულოცავთ, ვითვალისწინებთ სხვების გამოცდილებას, ვნახულობთ, რა აქტივობები ხორციელდება და თქვენ წარმოიდგინეთ, ვთანამშრომლობთ კიდეც.

ამასთან, მოგეხსენებათ, კერძო სკოლის არსებობა მშობლის აქტივობაზეა დამოკიდებული და Izrune.ge-მ მეტად დააახლოვა სკოლა და მშობელი. მშობელიცა და პედაგოგიც ერთად ხედავს ბავშვის მომზადების დონეს და სკოლის მიმართ მეტი ნდობა გაჩნდა.

მერი თავართქილაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის დირექტორი:

- სასწავლო წელი კარგად დავიწყეთ, ექვსმა პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა, არც წიგნები დაგვკლებია, განათლების სამინისტრომ ჩვენი პირველკლასელები კომპიუტერებითაც მოამარაგა და ერთი სიტყვით, სასწავლო წელს სრული მობილიზებით შევხვდით. მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში და აქ მნიშვნელოვანი წვლილი „ეტალონსაც“ მიუძღვის. ბავშვებმა იციან, მათი ყოველი წარმატებული ნაბიჯი სახალხოდ ცნობილი გახდება Etaloni.ge-ს მეშვეობით და ეს მეტი სტიმულის მომცემია, ბავშვები მეტს კითხულობენ, წიგნიერებას იმაღლებენ, თავს არ ზოგავენ, რათა ინტელექტ-ჩემპიონატში საპრიზო ადგილები მოიპოვონ და ამის შესახებ ყველამ შეიტყოს.

მადლობა, რომ მხარში უდგახართ მასწავლებლებსა და სკოლას.

ირმა თოდუა - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის წარმომადგენელი:

- ჩემი და ჩემი მოსწავლეებისთვის „ეტალონის“ პროექტებში ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ჩვენ  „ეტალონის“ ოჯახის წევრები ვართ. ვიცით, რომ ერთად გადადგმული თითოეული ნაბიჯი მიმართულია მომავალი თაობების განათლებისთვის. ესაა უმნიშვნელოვანესი პროექტი და გვაქვს ამბიცია, ვიყოთ ეტალონი-მოსწავლის სკოლა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის Etaloni.ge-სთან თანამშრომლობა,  რომელიც ობიექტურად და ოპერატიულად აშუქებს განათლების სფეროს ნებისმიერ სიახლეს.

მოსწავლეები კი თვალ-ყურს ადევნებენ არამცთუ საკუთარი, არამედ სხვა სკოლების აქტივობებს, თავად კი ცდილობენ, რაც შეიძლება უკეთესი პროექტი შესთავაზონ საზოგადოებას.

„ეტალონი“ ჩვენი მეგობარია, მადლობა პროექტის არსებობისთვის.

თამაზ ცაგარეიშვილი - მღვდელი ლუკა ჩომახიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლის დირექტორი:

- სტაჟიანი დირექტორი ვარ და თამამად ვიტყვი, როგრც კი Etaloni.ge შეიქმნა, მაშინვე ჩავერთეთ პროექტში. მომავალ თაობას ისე არაფერი ანვითარებს, როგორც არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა და ასე დავახლოვდით ბატონ გოჩა ტყეშელაშვილთან.

საქმე ისაა, რომ მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ბავშვები აქტიურობენ და ეს მართლაც მისასალმებელია. „ეტალონის“ გარეშე სკოლა ვერ წარმომიდგენია, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად, Etaloni.ge-ს, რაც ჩვენს მენტალობას, მომავალი თაობების ბედს ეხება, ის აუცილებლად უნდა გამოვიტანოთ მზის სინათლეზე.

ნუკრი ბერიშვილი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის (გრიგოლიშის) საჯარო სკოლის დირექტორი:

- „ეტალონთან“ ჩვენი ურთიერთობა საფუძვლიანი და წარმატებულია. ასეთი პროექტები წინსვლაში ეხმარება  სკოლას, პედაგოგსა და მოსწავლეს. სკოლის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება კი ჩვენი პრესტიჟია. ჩვენ ნებისმიერ აქტივობას სრულიად სხვა დატვირთვა აქვს, როდესაც ვიცით, რომ ამის შესახებ სხვა სკოლებიც შეიტყობენ, მოსწავლეებიც მეტად მოტივირებულები ხდებიან და ძალიან ბევრი მეგობარი შეიძინეს, სწორედ Etaloni.ge-ს დამსახურებით.

იამზე მელაძე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

- სამი წელია Etaloni.ge-სთან ვთანამშრომლობთ და შედეგი სახეზეა - საიტმა პოპულარიზაცია გაუწია სკოლის საქმიანობას, მუდმივად ქვეყნდება ჩვენი აქტივობები და ეს მოსწავლე-მასწავლებლისთვის დიდი სტიმულია.

როგორც სკოლის დირექტორი, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, არაფორმალურ განათლებას ერთ-ერთ მაღალ საფეხურზე ვაყენებ. ჩვენი სკოლა  ეთნიკური უმცირესობებითაა დაკომპლექტებული და ასეთ დროს მოსწავლეების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. აქ გასათვალისწინებელია ენობრივი ბარიერიც - ხშირად ვამბობ, დაწყებითების მასწავლებლები დიდად დასაფასებელნი არიან, რადგან ახერხებენ და მოსწავლეები, რომელთა ოჯახებში სახელმწიფო ენა საერთოდ არ იციან, საუბრობენ და წერენ ქართულად. Etaloni.ge კი ამ საქმეში ძალიან გვეხმარება, მე კი, როგორც დირექტორი, კმაყოფილი ვარ იმით, რომ ორი სოფლის აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები ფლობენ სახელმწიფო ენას და მათ არც ინტეგრაციის პრობლემა შეექმნებათ.

ნინო პავლიაშვილი - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭილურტის საჯარო სკოლის წარმომადგენელი:

- სამი წელია „ეტალონთან“ ვთანამშრომლობთ და შედეგი აშკარაა - ბავშვები ძალიან მოტივირებულები არიან, სურთ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა, ცდილობენ სკოლის არც ერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას არ გამოაკლდნენ რადგან ზუსტად იციან, etaloni.ge ამ ყველაფერს აუცილებლად გააშუქებს. ზოგი მშობელი უცხოეთში მუშაობს და წარმოიდგინეთ, მათთვის რამხელა სიხარულია, საკუთარი შვილების წარმატების შესახებ ემიგრაციაშიც რომ აქვთ ინფორმაცია Etaloni.ge-ს საშუალებით.

საიტზე გამოქვეყნებულ სიახლეებს კი ბავშვებთან ერთად განვიხილავთ, ერთად ვმსჯელობთ, ვგეგმავთ ღონისძიებებს და ვცდილობთ კონკურენტურნარიანები ვიყოთ, რათა ბევრი მილოცვა მივიღოთ.

სოფიო ლობჟანიძე - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:

- დიდი ხანი არაა, „ეტალონთან“ ვთანამშრომლობთ, ჩვენი ბავშვებიც ჩართულები არიან,  სიხარულით ელიან მათ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს და ერთხმად ვაღიარებთ, რომ „ეტალონი“ კარგი საგანმანათლებლო პროექტია.

გამჭვირვალობა  მხოლოდ დადებითად მოქმედებს სკოლის ცხოვრებასა თუ მოსწავლე-მასწავლებლის მოტივაციაზე. ბავშვებმა იციან, რა ხდება მათ სკოლაში, ასევე ეცნობიან სხვა სკოლების შესახებ ინფორმაციებს, ურთიერთობენ თანატოლებთან და ცდილობენ,განათლების დონე აიმაღლონ.  

 


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება