სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კუმისის საჯარო სკოლაში საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა
10-12-2019
-
+


ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის გარდაბნის მუნიციპალიტეტის კუმისის საჯარო სკოლაში, X კლასის ორგანიზებით, საქველმოქმედო ღონისძიება #ანიტასთვის და #გაბრიელისთვის ჩატარდა.

აქტივობებში ჩართულნი იყვნენ როგორც მოსწავლეთა მშობლები, ასევე სოფლის მოსახლეობა. სკოლის ტერიტორიაზე წიგნების, ნახატების, ქოთნის ყვავილების, ხელნაკეთი და სხვა სახის ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. მოსწავლეები სტუმრებს სთავაზობდნენ სახეზე მოხატვას, სახალისო ქიმიურ შოუს, ფუნქციონირებდა ბავშვთა გასართობი და სწრაფი კვების სივრცეები.

სპორტის მოყვარულებს სკოლის ეზოში მაგიდის ჩოგბურთით გართობა შეეძლოთ. კალათბურთსა და ფეხბურთში სკოლის მოსწავლეებს, სკოლის კურსდამთავრებულებსა და მოსწავლეთა მშობლებს შორის სპორტულ მოედანზე საჩვენებელი თამაშები გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, საქველმოქმედო ღონისძიება სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თავდაუზოგავი შრომის შედეგად შედგა.

„ამ სამაგალითო აქტიურობას მოჰყვა შესანიშნავი შედეგი, მოსწავლეებმა თემის ჩართულობით შეძლეს თავიანთი წვლილი შეეტანათ პატარა ბავშვების სიცოცხლის გადარჩენაში. გარდა ამისა, ყველამ ცხადად დაინახა, რომ საერთო ძალისხმევას დიდი ძალა აქვს და კეთილშობილი მიზნებისთვის საზოგადოების გაერთიანების პირობებში შეუძლებელი არაფერია!

თანადგომისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გვინდა ვუთხრათ სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლელა ქობულაძეს, დირექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში ნინო ხოსიტაშვილს, სკოლის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და თანამშრომელს! განსაკუთრებული მადლობა სოფლის აქტიურ მოსახლეობას, რომელთა გულისხმიერებამაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება