სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურენოვან კონფერენციაში მონაწილეობდნენ
10-12-2019
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები, ავთანდილ ჯინიუზაშვილი და ოთარ ჯინჭველაძე, ინგლისურენოვან კონფერენციაში თემაზე - „ჩემი მხარის ისტორია“ მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ინგლისურენოვანი კონფერენცია „ახალციხის ციხის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა.

„კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ახალციხის N5 საჯარო სკოლის IX კლასის წარმატებულმა, აქტიურმა და უსაყვარლესმა მოსწავლეებმა, ავთანდილ ჯინიუზაშვილმა და ოთარ ჯინჭველაძემ, რომლებსაც ხელმძღვანელობას უწევდა ინგლისური ენის მასწავლებელი ნატალია ქიმერიძე. ბავშვებმა აუდიტორიას მხარის ისტორიული და კულტურული გარემო გააცნეს. მათ სკოლის დირექციისგან საჩუქრად წიგნები გადაეცათ, ხოლო ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სახელით კი მადლობის სიგელები“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

კონფერენცია მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებისათვის ზოგადი განათლების დონეზე ინგლისური ენის პროგრამის/სწავლების გაუმჯობესებას.

ღონისძიება ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით, მშვიდობის კორპუსის მოხალისესთან ტაშა ეგალიტესთან ერთად, პარტნიორი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლების, ეთერ ბარბაქაძის, მაია ქურდაძის, ანა მელიქიძის მონაწილეობით და ქალაქ ახალციხის საჯარო და კერძო სკოლის დირექტორების მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებას მოსწავლეების მშობლები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი, ზაზა თამარაშვილი და „ახალციხის ციხის“ თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ახალციხის N5 საჯარო სკოლა რესურსცენტრის უფროსს, ხათუნა ხმალაძეს, ასეთი ღონისძიებების ორგანიზებისთვის მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება