ზემო ხვითის საჯარო სკოლაში ხელოვნების წრე - „ხეზე კვეთა“ ფუნქციონირებს
გორის მუნიციპალიტეტის ზემო ხვითის საჯარო სკოლაში ხელოვნების წრე - „ხეზე კვეთა“ აქტიურად მუშაობს.სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები საწრეო მუშაობაში ხალისით და მონდომებით არიან ჩართული. მათ დღემდე არაერთი საინტერესო ნაკეთობა შექმნეს.
მისივე თქმით, მოსწავლეები ხისგან საკუთარი ხელით ლამაზ ნაკეთობებს ამზადებენ.
იხილეთ ფოტო