სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერები გადაეცათ
09-12-2019
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლის 35 მოსწავლეს წარმატებული სწავლისთვის კომპიუტერები გადაეცა.

ეს მოსწავლეები არიან: ლეილა გორდელაძე, ლუკა გოხაძე, გვანცა ელოიძე, დეა ერეკლიშვილი, ანი ივანიძე, ლიკა კურტანიძე, გიორგი მეგენეიშვილი, ელენე სამხარაძე, სალომე სოლომონიძე, ანი ჩიტაშვილი, გიორგი მელიქიძე, სანდრო არველაძე, ვლადიმერ კაველიძე, თორნიკე ხუციშვილი, ლია აბულაძე, მარიამი აკოფაშვილი, მარიამი გოგოლაძე, მარიამი იველაშვილი, მარიამი კაპანაძე, ელენე მღებრიშვილის, ნინო ჩილინგარაშვილი, გვანცა ბალახაშვილი, თამარი ბერიძე, ნათია ხარაძე, მარიამ კოჟორიძე, მარიამ ყურაშვილი, მარიამ შერგელაშვილი, სალომე ნებაძე, თეონა ხარაიშვილი, ეთერი გოგიშვილი, მარიამ აბულაძე, თამარი პეტრიაშვილი, დოდო პლაჭიაშვილი, მარიამ ჯეირანაშვილი და ნინო ჯვარიძე.

სკოლა მოსწავლეებს დამსახურებულ ჯილდოს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს: "მეტად საამაყოა ის ფაქტი, რომ რეგიონის მუნიციპალიტეტის 211 მოსწავლიდან ჩვენი სკოლის 35 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა აღნიშნული საჩუქარი", - წერს სკოლა.

სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მასშტაბით საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია ბორჯომში გაიმართა. რეგიონის მუნიციპალიტეტების 211 მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა გადასცეს.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება