სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
06-12-2019
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სალიბაურის N2 საჯარო  სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებს, ლუკას ხოზრევანიძესა და კობა ხმალაძეს, წარმატებული სწავლისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

კომპიუტერებით აჭარაში მცხოვრები 341 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა.

ახალგაზრდებს საჩუქრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ჯემალ სურმანიძემ და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ზვიად როსტომაშვილმა, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გადასცეს.

წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება.

პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აბიტურიენტს საგამოცდო საკითხებზე ინფორმაციას 3 საგნის ექსტპერტები მიაწვდიან - შეხვედრის დრო და დეტალები

მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

„ვულოცავთ, გიორგის და ვუსურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებასა და წინსვლას!“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება