სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N5 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისთვის დაჯილდოვდნენ
06-12-2019
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლეები სკოლის წარჩინებულად დამთავრებისთვის და გრანტის მოპოვებისთვის დაჯილდოვდნენ.

ახალციხის ციხის ციტადელზე, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები იმ სტუდენტებს შეხვდნენ, რომლებმაც 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში დაფინანსება მოიპოვეს.

მათ სტუდენტებს მიღწეული შედეგები პირადად მიულოცეს, წარმატებები უსურვეს, საჩუქრად კი წიგნები და მუნიციპალიტეტის სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.

„მინდა მოგილოცოთ ეს უდიდესი წარმატება, რამეთუ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და წინსვლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად უფრო წარმატებული გახდება ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მუნიციპალიტეტი," - აღნიშნა ზაზა მელიქიძემ.

სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე სასაჩუქრე პაკეტებით დაჯილდოვდნენ ახალციხის N5 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები:

მარაიმ ბერიძე- 100%,

მერი მხითარიან -70%,

თეონა სამსონიძე -50%,

გვანცა სურმანიძე-50%, 

ზურიკო ინასარიძე-50%,

ნიკა აბულაძე-50%,

მარიამ გოგოლაძე-50%,

ავთანდილ ჯინჭველაძე-50%

გიორგი გვრიტიშვილი-50%,

ირაკლი დურგლიშვილი-50%

თათია ნოზაძე-50%,

ბექა ნადირაძე-50%,

თამარი მაჭავარიანი-50%.

„ჩვენმა მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში 100, 70 და 50 პროცენტიანი გრანტი მოიპოვეს. ახალციხის №5 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ამაყობს თქვენით, გილოცავთ და მომავალშიც უამრავ წარმატებას გისურვებთ“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება