სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ირგანჩაის საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაში კონკურსი ჩატარდა
06-12-2019
-
+


დმანისის მუნიციპალიტეტის ირგანჩაის საჯარო სკოლის ქართული სექტორის მე-6, მე-7 და მე-8 კლასელებისთვის ინგლისურ ენაში სასკოლო კონკურსი ჩატარდა.

კონკურსის ორგანიზატორი იყო ინგლისურის მასწავლებელი გვანცა ბერაძე.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონკურსი ძალიან სასიამოვნო გარემოში ჩატარდა. ამ დღისთვის მოსწავლეები ორი კვირა ემზადებოდნენ როგორც ცოდნით, ასევე მორალურად.

კონკურსში VIა  კლასმა გაიმარჯვა.

„უკომპრომისო კონკურენცია სდევდა თან ამ ყველაფერს. მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი შეთავაზებულ დავალებებს. კონკურსი იყო კარგად ორგანიზბული.  ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სიგელით, ხოლო გამარჯვებულ გუნდს გადაეცა პირველი ხარისხის დიპლომი. წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებს და მათ ახალგაზრდა მასწავლებელს გვანცა ბერაძეს“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

გვანცა ბერაძე მეოთხე წელია ირგანჩაის საჯარო სკოლაში ინგლისურის მასწავლებლად მუშაობს.  სკოლა აზერბაიჯანულია და მასში ქართული სექტორი ფუნქციონირებს.

როგორც სკოლის წარმომადგენელი გვიყვება, გვანცა ბერაძისთვის არ ყოფილა მარტივი რეგიონში არაქართულენოვან მოსწავლეებთან მუშაობა, სადაც , ყველაფერთან ერთად, მკაცრი კლიმატიცაა. მიუხედავად ამისა, მუშაობის დაწყების დღიდან პედაგოგი აქტიურად ჩაერთო სასკოლო ცხოვრებაში და მოსწავლეთა დიდი სიყვარულიც დაიმსახურა.

„გვანცა ბერაძემ ტოლი არ დაუდო გამოცდილ კოლეგებს მრავალმხრივი,  კრეატიული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში. დაუღალავად უმკლავდება ყოველდღიურ სირთულეებს. სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი აფასებს ახალგაზრდა პედაგოგის მონდომებას, ბავშვებისადმი უზადო სიყვარულსა და საქმისადმი თავდადებას.

აქვე, გვანცა ბერაძეს ვულოცავთ საგნობრივი გამოცდის 10 კრედიტზე ჩაბარებას. ამჟამად იგი ჩართულია პროფესიული განვითარების დისტანციურ სწავლებაში. მისი სახით მალე  სკოლას კვალიფიციური მასწავლებელი ეყოლება.  წარმატებები ვუსურვოთ ამ პატარა გოგონას“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება