სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვალის N2 საჯარო სკოლის კლუბის წევრებმა თემაზე - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ შეხვედრა ჩაატარეს
06-12-2019
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N2 საჯარო სკოლის კლუბ „ეკო-vision-ის“ წევრებმა ბოლო სამუშაო შეხვედრაზე პროექტი-კვირეული - „ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა“ დაგეგმეს.

პირველ თემად მათ „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ აირჩიეს.

კლუბის წევრებმა ამ თემასთან დაკავშირებით „power point-ისა“ და ვიდეორგოლის სახით საინფორმაციო მასალა მოამზადეს. 

შეხვედრა ვალის საზოგადოებრივ ცენტრში შედგა. მას ვალის N1 და N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

კლუბის წევრებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის აუცილებლობაზე ამომწურავად ისაუბრეს.

შეხვედრის წამყვანებს აუდიტორიისათვის ე.წ. „ენერჯეიზერები“ ჰქონდათ მომზადებული, რითაც პროცესი უფრო სახალისო გახადეს.

„ჯანმრთელობა ადამიანისათვის ფასდაუდებელი სიმდიდრეა. იგი წარმოადგენს სიცოცხლის ხარისხის განმსაზღვრელ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს.

ყველაფერმა შესანიშნავად ჩაირა, რაზეც დამსწრეთა მიერ გაკეთებული უკუკავშირი მეტყველებდა. ვფიქრობთ, ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს მოზარდებში ცნობიერების ამაღლებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება