სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები“-რუისპირის საჯარო სკოლაში შშმ პირების მხარდამჭერი პროექტი განხორციელდა
05-12-2019
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის რუისპირის საჯარო სკოლაში, სპეციალური პედაგოგის, ეკატერინე პაპუნაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა შემეცნებითი პროექტი „თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები“.

მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, განახორციელეს ასფალტზე ცარცით ხატვა (სიმბოლურად მოიხატა შშმ პირებისათვის განკუთვნილი პანდუსის ბილიკი), მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების მიერ მომზადდა შესაბამისი ელექტრონული პრეზენტაცია, შეიქმნა ერთობლივი პანო „ვხატავთ ერთად“, განხორციელდა „ერთობლივი კითხვის საათი“ სსსმ პირების აქტიური მონაწილეობით.

პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართული იყვნენ სკოლის ბიბლოიოთეკარი თამარ მოსიაშვილი და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი მარინე ქავთარაძე.

„3 დეკემბერი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. იგი 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ მიმართულებით დიდი ძალისხმევაა გაწეული, შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებს კვლავაც ექმნებათ გადაადგილების, განათლების, დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და სხვა ტიპის პრობლემები.

სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გვესმოდეს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების თითოეული წევრის ცნობიერებასა და სოლიდარობას შშმ პირების მიმართ“,-განმარტავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება