სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვარდისუბნის საჯარო სკოლაში პროგრამა - „ახალი სკოლის მოდელი“ წარმატებით მიმდინარეობს
05-12-2019
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასაწყისში პროგრამა - „ახალი სკოლის მოდელი“ დაინერგა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ტრენინგის მიმდინარეობასთან ერთად „ახალი სკოლის მოდელმა“ საკლასო ოთახებში გადაინაცვლა.

სკოლის მესამე კლასის პედაგოგებმა: მათემატიკის პედაგოგმა, თამარ კაპანაძემ და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ნუნუ კაპანაძემ, საგაკვეთილო პროცესები სასწავლო წლის დასაწყისშივე წარმართეს „ახალი სკოლის მოდელით“. მოსწავლეებიც შესაბამის თემებზე აქტივობებს აქტიურად ახორციელებდნენ.

„მესამე თაობის სასწავლო გეგმის მიხედვით დაიგეგმა გაკვეთილები. მატრიცებში გაწერილი იყო აქტივობები, მორგებული იყო შესაბამის ყალიბსა და კომპლექსური დავალებები შეესაბამებოდა თემის მისაღწევი შედეგების მიზანს. პროექტის განხორციელების პროცესში დაიწყო გაკვეთილებზე დასწრებები. ქოუჩის ასისტენტი ნინო ჭაუჭიძე, დაესწრო გაკვეთილს, სადაც მოსწავლეებმა საკვანძო სიტყვების გამოყენებით შეადგინეს ზღაპრები. დაურთეს შესაბამისი ილუსტრიაციები და გაასიტყვეს (უპასუხეს საკვანძო შეკითხვას) საავტორო სკამის გამოყენებით.

მომდევნო გაკვეთილს ქოუჩი ქალბატონი მარიკა კაპანაძე დაესწრო თემაზე „გრამატიკული კანონზომიერებების აღმოჩენა - სიტყვის ფორმის ცვლა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, გაკვეთილები მთლიანად იყო აგებული საპრეზენტაციო პროგრამაში (PowerPoint) სადაც მოსწავლეები თვალსაჩინოდ ხედავდნენ დავალებებს და ხალისით ასრულებდნენ.

სკოლაში საგაკვეთილო პროცესი ყველა ციფრული ინსტრუმენტის გამოყენებით მიმდინარეობს; მოსწავლეებს office 365 პროგრამით შექმნილი აქვთ ონლაინ სივრცე, სადაც მასწავლებლისგან დავალებებს ელექტრონულად იღებენ, ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს, აქტიურად იყენებენ პროგრამას „ვსწავლობთ თამაშით,“ ონლაინ ტესტირებას Forms, მასწავლებლისგან უკუკავშირს იღებენ.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება