ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორმა პირველკლასელებს საკუთარ კაბინეტში უმასპინძლა
გორის მუნიციპალიტეტის, ყელქცეულის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები სკოლის დირექტორს კაბინეტში სტუმრობდნენ.
დირექტორმა პატარები თავის კაბინეტში მიიღო და მათ სკოლის და სასკოლო ცხოვრების შესახებ ესაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.