სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვალის N2 საჯარო სკოლაში უჩვეულო და ორიგინალური ღონისძიება-გამოფენა ჩატარდა
04-12-2019
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, კერძოდ,შემოქმედთა კლუბი ლიდერის - მელანო სართანიას ინიციატივითა და ძალისხმევით სკოლაში უჩვეულო და ორიგინალური ღონისძიება-გამოფენა ჩატარდა.

გამოფენის სახელწოდება იყო „ალისფერი წვიმა“.  

ღონისძიება თავად ინიციატორმა ჩანახატით გახსნა. ღონისძიების მონაწილეები ამავე სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომლებმაც თავისუფალ თემაზე ნახატები შექმნეს.

გამოფენაზე ეკოლოგიის თემაზე შექმნილი ნახატები ჭარბობდა. ღონისძიება სკოლის ადმინისტრაციამ დადებითად შეაფასა და კლუბს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

აქვე გთავაზობთ ლიდერი შემოქმედის-მელანო სართანიას ჩანახატს:

„სადღაც წარსულში ჯერ არ აღმოჩენილი პლანეტა აბობოქრებულ გრძნობებს მარადისობამდე მიათრევდა, მაგრამ, როცა გრძნობებით დატვირთული დედამიწას მოუახლოვდა წაიბორძიკა და გრძნობები დედამიწაზე მიმოფანტა. სამწუხაროდ, გრძნობები ვერავინ შეამჩნია და ყველასგან უარყოფილნი ოქროსფრად მოელვარე მზისქვეშ მიიმალნენ. გავიდა დრო და ცხოვრებამ იფიქრა, რომ გრძნობები უკეთესს გახდიდა სამყაროს, ამიტომ გრძნობები მზის სპეტაკ სხივებს მოპარა და ადამიანებს აჩუქა.
ვარდივით გაწითლებულ სიყვარულს, რომელიც საკუთარ ეკლებსაც კი ემალებოდა ცხოვრებამ უთხრა:

„სიყვარულო, გულის ვარდო,
რაზე ფიქრობ, რისთვის დარდობ?
აქ რას ზიხრ მორიდებით
დღე გაანათე ფიქრებით“

შემდეგ გამჭირვალე სიმართლეს, რომელიც თავის ლანდებქვეშ მიმალულიყო გამოუცხადა:

„მთვარის სიჩუმე გაჰყვება ქარს,
როცა მზის სხივი გაახელს თვალს,
იდუმალება გაიგებს აზრს,
როცა სიმართლე გააღებს კარს“.

ცხოვრებამ სიმართლე სარკეში ჩაახედა. სიმართლის ანუ რეალობის მიღმა კი მღელვარე ოცნებებმა დაისადგურეს.

შემდეგ ცხოვრებამ დრო გამოაღვიძა და მიახვედრა თუ როგორ იკარგება გზადაგზა.

„წამი წუთს მისდევს,
წუთები ითვლიან საათებს,
საათები დადიან დღეებში,
დღეები იქცევა თვეებად,
თვეებს მოჰყვება წლები,
წლებიც ოდესღაც საუკუნედ გარდაიქცევა“.

სიმშვიდე ირგვლივ გამეფებულ ქაოსს მიღმა იმალებოდა, როცა ცხოვრებამ ხელი მოჰკიდა.

„მოფარფატე ფიქრებს შეერევა ღამე,
ეჰ, სიჩუმის წუთებს შეედრება რამე
დააწყნარე მიწა დაამშვიდე ეს ცაც,
დამშვიდდება ზღვებზე ანთებული ზეცაც“.

როცა სიმშვიდემ სამალავი დატოვა,
მას ეს სიწმინდე და სინაზეც გამოჰყვა,
მერე თქვა კმაყოფილმა ამ ცხოვრებამ
„ეს ფიქრიც გაათავისუფლოს ოცნებამ
ოცნებები დააწვება ფიქრებს
და ბებერ მთებს ზეცა დააბიჯებს
ვარსკვლავ-ვარსკვლავად დადნება მთვარე
ქარიან ფიქრებს დაათოვს ღამე
თითქოს ფიქრებმაც დაკარგეს რამე“.

გრძნობებს თავისუფლება ავტომატურად გამოჰყვა
და მეგობრობის უბანში შურმა ბინა დატოვა
ბოლოს კი ცხოვრებამ ერთგულება და სიმამაცე გაათავისუფლა.

მას შემდეგ ჩუმი ფიქრებით სავსე
დედამიწაზე ცხოვრება მიდის
და თუ ოდესმე გაქრება იგი,
მაშინ იმედის სხივიც გაქრება,
მაგრამ იცოდეთ გულში იმედის სხივი
ყოველთვის მაინც დარჩება.
სწორედ აი ასე, გრძნობებმა ცხოვრებაში ბედნიერება და იმედი შემოიტანეს.“

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

„თუ პირი მეორე და ყოველ მომდევნო სასწავლო სემესტრში ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, ვალდებულია, სწავლის 50% დაფაროს საკუთარი სახსრებით“...

მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი -  2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის

აბიტურიენტებისთვის კიდევ სამი გამოცდის ქულა გამოქვეყნდა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღეს სასწავლებლებში ჩარიცხვასა და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები საკომიტეტო მუშაობაში ჩაერთნენ

„მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ერთობლივი შრომისა და მხარდაჭერისთვის“

 

 

 

 

„უღრმესი მადლობა ბ.თამაზ უდიდესი ყურადღების, პატივისცემის, მხარდაჭერის და ხელშეწყობისთვის“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება