სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დმანისის N2 საჯარო სკოლაში შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
03-12-2019
-
+


დმანისის N2 საჯარო სკოლაში შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, იცეკვეს, წარმოთქვეს ლექსები. ღონისძიების დასასრულს კი პედაგოგებთან ერთად ჩურჩხელები ამოავლეს.

„ყველას გილოცავთ შემოდგომის ულამაზეს დღესასწაულს, გვინდა ყველას გქონდეთ ისეთი განწყობა, როგორც აქ სუფევს, სიხარული და სილამაზე, რომელიც ჩვენს ირგვლივ არის მიმოფანტული შემოდგომის ფოთლებივით.

ჩვენ, ყველამ ერთად დიდი ზეიმითა და მხიარულებით გავაცილეთ მადლიანი, ბარაქიანი შემოდგომა და ასევე ხალისით გვინდა შევეგებოთ ზამთარსაც.

შემოდგომასავით უხვი და ბარაქიანი ყოფილიყოს ჩვენი ლამაზი ზამთარი. მასაც ყველასთვის მოეტანოს ბედნიერება, სიხარული, სიმშვიდე, წარმატება.

„მე მივდივარ“ - ამოიოხრა შემოდგომამ.
„დროა...“ - ჩასჩურჩულა ყურში ზამთარმა.

2019 წლის შემოდგომის უკანასკნელი სასწავლო დღე გავაცილეთ ცეკვა-თამაშით... ჩურჩხელები ამოვავლეთ და როცა ზამთრის პირველი სასწავლო დღე გათენდება დავაგემოვნებთ, ზამთარს ვუმღერებთ და სკოლას ზამთრისთვის მოვრთავთ და მოვკაზმავთ! მადლობა ბავშვებს ლამაზი დღეებისათვის!“- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება