სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N3 საჯარო სკოლის დირექციამ სპორტის პედაგოგებს საზეიმო საღამო მოუწყო
03-12-2019
-
+


ახალციხის N3 საჯარო სკოლის  დირექციამ, მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად, სპორტის პედაგოგებს - ჯემმა ხაჩიკიანს და გევორქ სარქისიანს    საზეიმო საღამო მოუწყო.

„ქალბატონმა ჯემმა ხაჩიკიანმა და ბატონმა გევორქ სარქისიანმა  მრავალი წარმატება მოუტანეს სკოლას 41 წლის პედაგოგიურ მოღვაწეობის პერიოდში. ასევე ქალაქ ახალციხის N3 საჯარო სკოლის სახელი მსოფლიო ასპარეზზე გაიტანეს, 2018-2019 სასწავლო წელს სკოლის   გოგონათა გეზრბენის  გუნდმა საფრანგეთში, ქალაქ პარიზში, სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, 2019-2020 სასწავლო წელს კი ბიჭების გეზრბენის  გუნდი გაემგზავრება სლოვაკეთში სასკოლო სოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტუმრებმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს სპორტულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის და წარმატებები უსურვეს საქმიანობაში. მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა კი მუნიციპალიტეტის სახელით პედაგოგებს ჯემმა ხაჩიკიანს და გევორქ სარქისიანს სპორტის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის სიგელები გადასცა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება