სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტირძნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები პოეტ მდგმური პროვინციელის წიგნის პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ
03-12-2019
-
+


გორის მუნიციპალიტეტის, ტირძნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები პოეტის, მდგმური პროვინციელის, წიგნის - „გავცდი სივრცეებს და ახლა მხოლოდ  ცრემლის კვალი ვარ...“ პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ.

„ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, სიმბოლურად, სწორედ უკანასკნელი ფოთლების ცვენისა და ლეგენდარული გია ყანჩელის უკვდავი მელოდიის „ყვითელი ფოთლების“ ფონზე წარიმართა არაჩვეულებრივი საღამო თბილ და სასიამოვნო გარემოში, რომელსაც პოეტის ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები მწერლები და საზოგადო მოღვაწეები შიდა ქართლიდან, ახალციხიდან და თბილისიდან ესწრებოდნენ“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მდგმური პროვინციელის, გოჩა ნათენაძის, ლექსებზე შექმნილი კომპოზიცია, რომელსაც ფონად მის შემოქმედებაზე ლიტერატურათმცოდნის, დიანა წიკლაურისა და დალი ნასყიდაშვილის შეფასება გასდევდა, ტირძნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს. პოექტის ლექსები მისი თანაქალაქელის, ანნა ტატალაშვილისა და ნინო წიკლაურის მიერ გახმოვანდა .

სკოლის ინფორმაციით, ლიტერატურულ საღამოს პოეტის მიერ გახმოვანებულმა ლექსებმა ლამაზი და სევდიანი ელფერი შესძინა.

"პოეტებმა, მეგობრებმა და საზოგადო მოღვაწეებმა მდგმური პროვინციელის განსაკუთრებულ და გამორჩეულ პოეზიაზე ისაუბრეს, რომელიც თავისი მისტიურობითა და იდუმალებით განცალკევებულად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში, აგრეთვე - მის ღვაწლსა და დამსახურებაზე, როგორც ახალციხის, ისე მესხეთის აღორძინებაზე. პოეტის სიყვარულმა დარბაზში შექმნა საოცრად თბილი და „შინაურული" ატმოსფერო , რომელიც ემოციურად დატვირთა პოეტის პირდაპირმა ჩართვამ მის მკითხველთან", - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ტექსტში.

სკოლის ადმინისტრაცია პოეტს წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება