სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
02-12-2019
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ქვედა სიმონეთის N2 საჯარო  სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

სკოლამ მოსწავლეებს წარმატებები საზეიმო ვითარებაში მიულოცა  და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ სერტიფიკატები და სიგელები გადასცა.

სერტიფიკატები პირველი ეტაპის ტესტირებაში მონაწილე იმ მოსწავლეებს გადაეცათ, რომლებმაც წარმატებით გადალახეს 51-ქულიანი ბარიერი. მეორე ტურში მონაწილე მოსწავლეებმა კი სიგელები მიიღეს.

„ეტალონის“ მეორე, მუნიციპალურ ტურში მოსწავლეები ნინი გოქაძე და დავით ლომიძე მონაწილეობდნენ.

ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლა ამაყობს მიღწეული წარმატებებით და მადლობას უხდის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და პროექტ „ეტალონის“ ორგანიზატორებს.

შეგახსენებთ, რომ 2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება.

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება