სიახლეები
სკოლები

გორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს ესტუმრნენ
02-12-2019
-
+


ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის გორის N1  საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს ესტუმრნენ.

დღის ცენტრის აღსაზრდელებსა და პირველი სკოლის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, ერთობლივად ენახათ კატერინ ვან კამპენის დოკუმენტური ფილმი „მფრინავი ენი“. ფილმის ნახვის შემდეგ ახალგაზრდებმა იმსჯელეს  შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევ მიზეზებზე, მათი ცხოვრების სირთულეებზე, სოციუმთან ურთიერთობებზე.

„კლასის ხელმძღვანელი, ლანა ფერაძე აღნიშნავს, რომ  აქტივობის დაგეგმვისას სამი ძირითადი მიზანი ჰქონდა. მას უნდოდა, ერთის მხრივ, ფილმის ნახვითა და ცენტრში ვიზიტით მოსწავლეებისათვის მიეწოდებინა თეორიული ცოდნა და ინფორმაცია შშმ პირთა წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. მეორეს მხრივ, მის მოსწავლებსა და თანატოლებს, რომლებიც  დღის ცენტრის აღსაზრდელები არიან,  შესაძლებლობა ჰქონოდათ ერთობლივად, ნაკლებად ფორმალურ გარემოში ემსჯელათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების  შესახებ.

ერთობლივი ღონისძიებისას, განსაკუთრებით კი ფილმის ჩვენებისა და განხილვის შემდეგ, ბავშვებისათვის ნათელი გახდა, რომ არაადაპტირებული გარემო, ასევე, არასაკმარისი სოციალური თუ კულტურული მომსახურებები, საზოგადოების გარკვეული ნაწილის ნაკლებად პოზიტიური დამოკიდებულება და ინფორმაციის დეფიციტი ხელს უშლის შშმ ბავშვთა ყოველდღიურ აქტივობებში ჩართვას, მათ სრულყოფილ ინტეგრაციას თანატოლებთან.  მესამე მიზნის თვალსაჩინო შედეგი კი  შეხვედრის დასრულებისას ნათლად ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები და სამომავლო ერთობლივი აქტივობების დაგეგმვის სურვილი იყო“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. იგი 1992 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაარსდა. თარიღის დაწესება მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის უკეთ გარანტირებას, ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას აღნიშნულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე, მათ შორის, იმ დისკრიმინაციისა და გარიყვის შესახებ, რასაც ისინი საუკუნეების განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით განიცდიდნენ.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სამსაფეხურიანი პროგრამა მოიცავს 180 საკონტაქტო საათს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

რომელი სკოლა აშენდება პირველ რიგში, კომისია გადაწყვეტს - უფლებამოსილებასა და განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს მთავრობის დადგენილება განსაზღვრავს

დაუშვებენ თუ არა გამონაკლისს, 2026-2027 სასწავლო წელს პირველკლასელთა ასაკთან დაკავშირებით - საკითხს განათლების კომიტეტი გადაწყვეტს

„არჩევითი საგნების რაღაც კომპონენტები შემცირდება და მაინორ საგნების ხარჯზე მოხდება დადარება“ - მინისტრის მოადგილე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ნაბახტევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია

მოსწავლეებისთვის გაკვეთილი ჩატარდა ოქროს საგანძურში

სასწავლო პროცესს მასწავლებლები - ქეთინო ჯინჭარაძე და ინგა ონიანი ხელმძღვანელობდნენ

საინტერესო

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
საზოგადოება