სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ციხისძირის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი მშობელთა ჩართულობით ჩატარდა
02-12-2019
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ციხისძირის საჯარო სკოლის IIIა კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი მშობელთა ჩართულობით ჩატარდა.

გაკვეთილის თემა აკაკი წერეთლის „ჩონგური“ იყო.

„აღზრდას სამი ფაქტორი განაპირობებს: სკოლა, ოჯახი და საზოგადოება. სასკოლო ცხოვრებაში მშობლის ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.  მშობელთა ჩართულობა აღნიშნავს ერთობლივ  და უწყვეტ პასუხისმგებლობას მოსწავლეთა მიღწევებსა და სწავლის გაუმჯობესებაზე, როგორც შინ, ასევე სკოლაში. ის აერთებს მასწავლებელსა და მშობელს, რათა მათ ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლის აკადემიური მიღწევის გაუმჯობესებას. მშობლები და მასწავლებელი - ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისათვის“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ლექსის შესწავლამდე საინტერესო მაპროვოცირებელი აქტივობა ჩატარდა, აკაკი წერეთლის შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.  ლექსის გაგება-გააზრების პროცესში კი ვიდეოჩართვა შედგა - სიმღერა „ჩონგური" მშობელმა შეასრულა.

სკოლის ინფორმაციით, მშობელთა აქტიურმა ჩართულობამ მოსწავლეთა  სიხარული გამოიწვია და სასწავლო პროცესი ეფექტიანი გახადა. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება