| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მცხეთის მუნიციპალიტეტის ახალდაბის საჯარო სკოლას სამხედრო მოსამსახურეები ესტუმრნენ და საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ გაცნობითი პრეზენტაცია წარადგინეს.
სამხედრო მოსამსახურეებმა სკოლის მოსწავლეებს საქართველოს სამხედრო ისტორიის, ჯარისკაცის პროფესიის არსის, საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტებისა და მიზნების, თანამედროვე გამოწვევების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.
ჯარისკაცებმა სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციაზე, სამხედრო განათლებაზე, კარიერული წინსვლის შესაძლებლობებზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ასევე, საერთაშორისო მისიებსა და მრავალეროვნულ სწავლებებზეც ისაუბრეს.
მოსწავლეებს თემატური ვიდეორგოლების ნახვის, სამხედრო მოსამსახურეების პირადი ისტორიების გაცნობისა და საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობაც ჰქონდათ.
მოსწავლეებისთვის დღე საინტერესო და შთამბეჭდავი იყო.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად