| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მცხეთის მუნიციპალიტეტის შმაგი გოგშელიძის სახელობის ლისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ბარბაქაძე ახორციელებს პროექტს: „ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...“
პროექტი ითვალისწინებს მულტიკულტურული განათლების აუცილებლობას ეთნიკურად მარვალფეროვან საზოგადოებაში.
„ლისის საჯარო სკოლა, ამ მხრივ, ბუნებრივ რესურსს ქმნის, რადგან კლასები დაკომპლექტებულია ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეებით. პროექტის პირველ ეტაპზე მოეწყო ექსკურსია ქართველი და აზერბაიჯანელი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების პანთეონებში მთაწმინდასა და თბილისის ბოტანიკურ ბაღში. შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქართული და აზერბაიჯანული ხელოვნებისა და კულტურის მუზეუმები.
მულტიკულტურული განათლება სასწავლო პროცესის ნაწილია და პირდაპირ უკავშირდება ესგ-ს.
სწავლა-სწავლებისას უმნიშვნელოვანესია პიროვნული და ეთნიკურ-კულტურული ღირებულებების აღიარება/პატივისცემა.
პროექტის ფარგლებში, ამ მიზნით, პედაგოგი კვლავ გეგმავს სხვადასხვა აქტივობას და აღნიშნული ექსკურსია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ამ საინტერესო და სასარგებლო საქმის წამოსაწყებად“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად