სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მასწავლებელმა ეკა დარჩიამ შემოდგომის თემას გაკვეთილები მიუძღვნა
20-11-2019
-
+


ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, ეკა დარჩიამ შემოდგომის თემას მე-4 და მე-3 კლასებში თემატურად განსხვავებული, კრეატიული და მკვიდრ წარმოდგენებზე დამყარებული გაკვეთილები მიუძღვნა.

სკოლის ინფორმაციით, "მასწავლებელი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოსწონს სახელმძღვანელო, რითაც მეოთხე კლასელებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, ფიქრობს, რომ მასალა შემოდგომაზე მაინც მწირი იყო“.

ამიტომ მან გაკვეთილზე  თამაზ ბიბილურის მოთხრობა - ,,შემოდგომა“ შეიტანა.

ეს იყო შემაჯამებელი გაკვეთილი, სადაც კომპლექსური დავალებები შეასრულეს.

„ეს გაკვეთილი გასცდა საკლასო ოთახს, საკლასო ოთახის სივრცეს, გასცდა ჩვეულებრივი გაკვეთილის ფორმატსაც, თუმცა, იგი 45 წუთს მოიცავდა და ის აქტივობები, რაც მასწავლებელმა გამოიყენა, ხელს შეუწყობს მოსწავლეებში როგორც აკადემიური, ისე სოციალური უნარების განვითარებას, მკვიდრი წარმოდგენების დამკვიდრებას,“ - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მთელი გაკვეთილი, რომელიც ჯგუფურ მუშაობაზე იყო აგებული, გია ყანჩელის მუსიკითა და ფერადი ფოთლების ხალიჩაზე დაიწყო.

ბავშვებმა წაიკითხეს თამაზ ბიბილურის მოთხრობა, უპასუხეს კითხვებს, დაწერეს მცირე ზომის ტექსტი წაკითხულთან დაკავშირებით, ასევე, პრეზენტაცია გააკეთეს და ნაწერი ილუსტრირებულადაც​ წარმოადგინეს, ხოლო შემდეგ ნაწერიცა და ნახატიც მშობლების მიერ შექმნილ პავილიონებში პრაქტიკულად განახორციელეს.

„საუკეთესო მზით და სითბოთი სავსე დღე, რაც შემოდგომამ ასე უშურველად გამოიმეტა, ამ გაკვეთილის გვირგვინი იყო“, - წერია სკოლის მოწოდებულ ტექსტში.

გაკვეთილის შესახებ სტატიები ქალაქის ჟურნალ-გაზეთებში დაიბეჭდა და რეპორტაჟი ადგილობრივი მედია საშუალებებით გადაიცა.

მესამე კლასში კი გაკვეთილი სულ სხვა ფორმატით ჩატარდა.

ასტრიდის დაბადების დღე შესანიშნავი შესაძლებლობაა ბავშვების წიგნის კითხვით დაინტერესებისთვის, რადგან შვედი მწერლის შემოქმედება ყველაზე ადვილად აღწევს მათ გულებამდე.

„ბიულერბიელი ბავშვები ტანისამოსის გადაცმის საღამოს რომ გამართავენ, თუ გახსოვთ? მე არ მახსოვდა, მაგრამ წასაკითხი ეპიზოდის ძებნისას ამ თავმა საინტერესო გაკვეთილის ასაგებად შთაგონებით ამავსო“, - თქვა ეკა მასწავლებელმა.

მესამე კლასში სახალისო დეფილეც მოეწყო. მოსწავლეებმა ჩაიცვეს მშობლების ტანისამოსი, მოიმარაგეს ხილეული და მათი დღეც ექადიის ტყე -პარკში დაიწყო.

საშემოდგომო კოლექციის ჩვენებით, პოსტერებზე დაწერილი საშემოდგომო ფრაზებითა და გამონათქვამებით 2019 ის შემოდგომა გააცილეს.

სკოლის ინფორმაციით, „ამგვარი აქტივობებით სკოლა უკავშირდება სიხარულს, შემეცნებას, ერთმანეთისთვის ზრუნვას და გულისამაჩუყებელია მშობლების ყურება, როცა ცდილობენ უკეთესობისკენ შეცვალონ შვილების გარემო“.

დღემ ძალიან პოზიტიურად და ნაყოფიერად ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები





კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი -  2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის

აბიტურიენტებისთვის კიდევ სამი გამოცდის ქულა გამოქვეყნდა

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

სტრუქტურული ცვლილებები განათლების სამინისტროში - ვალდებულებები და კომპეტენციები გაიწერა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

სკოლები

„მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ერთობლივი შრომისა და მხარდაჭერისთვის“

 

 

 

 

„უღრმესი მადლობა ბ.თამაზ უდიდესი ყურადღების, პატივისცემის, მხარდაჭერის და ხელშეწყობისთვის“

სკოლაში ახარებთ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გადალახვა და სასიამოვნო სიახლეს მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება