| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ანნა პეტროსიანისა და მარეტა დულხანიანის ხელმძღვანელობით, ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარეს.
მოსწავლეები ღონისძიებაში მონდომებით ჩაერთვნენ. მათ შეასრულეს სხვადასხვა ნაციონალური ცეკვები, ასევე საზოგადოებას შეახსენეს ქვეყნებს შორის კულტურისა და ტრადიციების განმასხვავებელი ნიშნები და აღნიშნეს, რომ ერთა შორის მეგობრობა, მიუხედავად განსხვავებულობისა, ძალიან მნიშვნელოვანია.
ღონისძიების მონაწილეებმა თვალსაჩინოდ წარმოადგინეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და მიზნობრივია ერთა შორის მეგობრობა და ერთმანეთისადმი პატივისცემა. მათი თქმით, კაცობრიობის მთავარი მიზანი მშვიდობა და მისი დაცვაა.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო
სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა