სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხცისის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო საღამო ჩატარდა
20-11-2019
-
+


„ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია“- ამ სახელწოდებით ჩატარდა პოეზიის მეფის გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო ლიტერატურული საღამო ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის ხცისის საჯარო სკოლაში.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა სახალხო არტისტებისგან მოისმინეს გალაკტიონისა და მერი ოკუჯავას სასიყვარულო წერილები, რომლებიც საკმაოდ ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა მათთვის.

საღამო ქრონოლოგიურად გვაცნობდა გალაკტიონისა და ოლიას თანაცხოვრებისა და დაშორების ყველაზე რთულ ხანას. მოსწავლეებმა თავადაც დიდი ემოციებით წაიკითხეს სწორედ ამ პერიოდში გალაკტიონის მიერ შექმნილი ლექსები, რომლებიც პოეტმა მეუღლეს მიუძღვნა.  საღამოს დასასრულს კი გაჟღერდა გალაკტიონის მიერ წაკითხული „მთაწმინდის მთვარე“ .

საღამოს ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ეკატერინე ლომსაძე.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება