სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ
20-11-2019
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ.

სკოლის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სოფელ ლემშვენიერასთან ახლოს მდებარეობს, მოსწავლეთა დიდი ნაწილი იქ არასოდეს ყოფილა. სწორედ ამიტომ გადაწყდა მე-4 კლასელების მუზეუმში წაყვანა და ექსპონატების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

პროექტი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტს შეესაბამებოდა.

მოსწავლეების მიზანს ინფორმაციის მოძიება, დამუშავება,  მუზეუმის მონახულება, ექსპონატებზე დაკვირვება და შემდეგ პრეზენტაციებისა და გამოფენის მოწყობა წარმოადგენდა.

დასახულმა მიზანმა შედეგი გამოღო: მოსწავლეები, რომლებმაც გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი პირველად დაათვალიერეს, გაოცებას  ვერ მალავდნენ.

IV კლასელებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა სამუზეუმო სივრცეში განთავსებული  ექსპონატები:  საბრძოლო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების იარაღები, სამკაულები და ფულის მონეტები, ხის და რკინის გუთანი,  კევრი, საარქივო მასალის ფოტოგამოფენა.

მოსწავლეებმა სკოლაში დაბრუნების შემდეგ  ფოტომასალა მოამზადეს, სლაიდები და კედლის გაზეთები გააკეთეს  და დანარჩენ კლასებს გააცნეს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება