სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში კურსი ხორციელდება
19-11-2019
-
+

თელავის მუნიციპალიტეტის, ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში მხატვრულ ქსოვილებში კურსი ხორციელდება.

კურსს  საგანმანათლებლო დაწესებულება ა(ა)იპ კოლეჯი „პრესტიჟი“ ახორციელებს.

სასწავლო კურსის მიზანია, მოსწავლეები გაეცნონ პროფესიული ორიენტაციის ზოგად მნიშვნელობას, მხატვრული ქსოვილების სპეციალობის თავისებურებებს, მის სირთულეებსა და დადებით მხარეებს.

„მნიშვნელოვანია მხატვრულ ქსოვილებზე, როგორც საქართველოს ტრადიციული ხალხური რეწვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგზე, ნათელი წარმოდგენის  შექმნა, რათა მოხდეს მხატვრული ქსოვილების ხელოსნის პროფესიის პოპულარიზაცია“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მოცემული კურსი, ასევე, ემსახურება მოსწავლეებში შრომითი, ესთეტიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

კურსის დასაწყისში მოსწავლეები ეცნობიან ქსოვილების სპეციალისტის პროფესიას.

კურსის მიმდინარეობისას სწავლობენ შრომის უსაფრთხოების წესებს მუშაობის პროცესში, ითვისებენ ქსოვილების შექმნის სხვადასხვა ტექნიკას, რის შემდეგაც თავად ქმნიან ნამუშევრებს.

პროფესიული კურსი, ასევე, ითვალისწინებს სასწავლო ექსკურსიებს კოლეჯსა და პროფესიასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში, რაც მოსწავლეებს  შესაბამისი საქმიანობისადმი საკუთარი ინტერესის გაანალიზების საშუალებას მისცემს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები

ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

საზოგადოება