სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზედა საზანოს საჯარო სკოლის მე-2 კლასი izrune.ge-ს „სუპერ კლასის“ ტიტულის მფლობელი უკვე ორჯერ გახდა
19-11-2019
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედა საზანოს საჯარო სკოლის მე-2 კლასი მიმდინარე სასწავლო წელს ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ს „სუპერ კლასის“ ტიტულის მფლობელი უკვე 2- ჯერ გახდა.

„ჩვენი კლასი პირველი კლასიდანვე აქტიურად ჩაერთო izrune.ge-ს პროექტში. ყოველი ხუთშაბათი სასიამოვნო მოლოდინებით აღსავსე იყო, ბავშვები თავიანთ თავს მინი გამოცდას უწყობდნენ, ბედნიერები იყვნენ მიღწეული შედეგებით და ელოლიავებოდნენ შეჯამებელი ტესტირების დროს მიღებულ დიპლომებს. კლასში საპატიო კუთხეც კი მოვაწყვეთ. მოსწავლეები თავიანთი პაწაწა ხელებით აკრავდნენ კედელზე საკუთარი შრომით მოპოვებულ წარმატების დამადასტურებელ დიპლომებს. გაგვახალისა წამახალისებელი ტიტულების მინიჭების პროცესის დაწყებამაც. ჩვენი სკოლა იმ სკოლათა ჩამონათვალში მოხვდა, რომელთაც სასწავლო წლის პირველი თვიდანვე ჰყავთ „სუპერ კლასები“.

2019-2020 სასწავლო წლის პირველი „სუპერ კლასის“ ტიტულის მფლობელები კი ჩვენ, ზედა საზანოს საჯარო სკოლის მეორეკლასელებიც ვართ. კლასის 19 მოსწავლიდან ყველა მოსწავლე ჩართულია ამ გასაოცარ პროექტში. მოუთმენლად ველოდებით ნოემბრის შემაჯამებელ ტესტირებას. გვაქვს მზაობა იმისა, რომ ჩვენი დაუღალავი შრომით სასწავლო წლის „მომავლის კლასის“, ხოლო აქტიურ მშობლებს „მომავლის მშობელის“ წოდება მიენიჭოთ“,- ამბობს ზედა საზანოს საჯარო სკოლის მე-2 კლასის დამრიგებელი შორენა გეწაძე, რომელიც ამავდროულად წევრია იმ შემოქმედებითი გუნდისა, რომელიც izrune.ge-ს  პროექტის მონაწილე ბავშვებისათვის სასწავლო ტესტებს ქმნის.

მისივე თქმით, Izrune.ge ტესტირების პროცესში მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც აქტიურად არიან ჩართულები.

„Izrune.ge ტესტირების ერთ-ერთი საუკეთესო ინოვაციური პორტალია, სადაც მოსწავლეები საკუთარი კლასის შესაბამისად, სპეციალურად მათთვის შექმნილ ინდივიდუალურ , მამოტივირებელ ტესტებს გადიან, რაც მომავალი თაობის განვითარებას ემსახურება. მოსწავლეები იმტკიცებენ პროგრამულ ცოდნას და თანდათანობით ეუფლებიან კომპიუტერულ ტექნოლოგიებს. სასწავლო პროცესში ხდებიან უფრო თავდაჯერებულები და გაბედულები, ახალისებთ თავიანთი წარმატებები და მოუთმენლად ელიან ახალი კვირის დადგომას, რადგან ყველას წინაშე წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა. ბავშვებთან ერთად ამ პროცესში სიამოვნებით არიან ჩართულები მათი მშობლები. ისინი თავიანთ პატარებთან ერთად ცდიან საკუთარ ცოდნას და განსაკუთრებით კმაყოფილებას გამოხატავენ მაშინ, როცა აღმოჩნდება, რომ რომელიმე კითხვაზე პასუხი მათმა პატარამ უკეთ იცის.

რადგან სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა ერთ-ერთი მთავარი და საინტერესო ფაქტორია, ამიტომაც არიან ისინი Izrune.ge-ს დიდი და მზრუნველი ოჯახის წევრები“, - აღნიშნავს შორენა გეწაძე.

შეგახსენებთ, რომ:

„მეგობრული კლასი“ ეს არის სასტარტო წამახალისებელი ტიტული, რომელიც კლასს Izrune.ge-ში მოსწავლეთა 90%-100%-იანი ჩართულობის გააქტიურების შემდეგ ენიჭება;

„სუპერ კლასი“ მეგობრული კლასის წამახალისებელი ცალკეული თვის შემაჯამებელი ტიტულია.  „მეგობრულ კლასს“ ეს წოდება Izrune.ge-ში ჩართულ მოსწავლეთა ყოველი თვის  „შემაჯამებელი ტესტის“ შედეგების მიხედვით ენიჭება, მაშინ, როდესაც კლასის თვის საშუალო შეწონილი ქულა არის 77 ქულა, ან მეტი.

„მომავლის კლასი“ „მეგობრული კლასის“ წამახალისებელი, უკვე წლის შემაჯამებელი ტიტულია, რომელიც კლასს სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების მიხედვით მიენიჭება. უფრო ზუსტად, 10 თვიდან კლასი 6-ჯერ, ან მეტჯერ თუ გახდება „სუპერ კლასი“, ის ხდება „სასწავლო წლის მომავლის კლასი“, მოსწავლეთა აქტიურ მშობლებს კი „მომავლის მშობელის“ წოდება მიენიჭებათ.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება