სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აწყურის საჯარო სკოლა პროექტს - „ვაზიარებთ სიკეთეს“ ახორციელებს
19-11-2019
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის, აწყურის საჯარო სკოლამ საკონფერენციო დარბაზში პროექტი - „ვაზიარებთ სიკეთეს“ წარადგინა.

პრეზენტაციას ინიციატივის მხარდამჭერები, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ხათუნა ხმალაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორები თვითმმართველობის თავმჯდომარეებთან ერთად დაესწრნენ.

მოძრაობა „ვაზიარებთ სიკეთეს“ აწყურის საჯარო სკოლაში ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო. სკოლამ საერთო მიზნის მისაღწევად მუნიციპალიტეტის სკოლების გაერთიანება გადაწყვიტა, რაც სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში, კერძოდ კი, ბულინგის დამარცხებაში გამოიხატება.

ღონისძიებაზე პროექტის პრეზენტაცია მოეწყო. 

სკოლის დირექტორმა, ქეთევან პარუნაშვილმა, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ხათუნა ხმალაძემ, მარინე ასანიძემ და სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარემ, ლიკა გაჩეჩილაძემ, მოწვეული სკოლის წარმომადგენლებს მოძრაობის დებულება გააცნეს, პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და სხვადასხვა აქტივობაში ჩართეს.

სკოლების თვითმმართველობებმა უნდა დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები, მათ, ასევე, ევალებათ ამ აქტივობების გაზიარება სოციალურ ქსელში.

წლის ბოლოს საანგარიშო შეხვედრა გაიმართება, სადაც გამოვლინდება სკოლა, რომელიც  „სიკეთის ელჩის“ ტიტულს მიიღებს.

ღონისძიების ბოლოს მონაწილეებმა ჰელიუმის ბუშტებზე „სიკეთე“ დააწერეს და სიმბოლურად გაუშვეს.

სკოლის დირექტორმა ღონისძიებაზე მისულ ყველა სტუმარსა და ახალციხის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ სკოლები აქტიურად ჩაერთვებიან ამ მოძრაობაში და „სიკეთის გაზიარება“ რეგიონის ფარგლებს გასცდება.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება