| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

იოკიმე ბალახაშვილის სახელობის ადიგენის მუნიციპალიტეტის უდის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები საქველმოქმედო ღონისძიებაში - „ერთად ხატიასათვის“ აქტიურად ჩაერთნენ.
საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორი იყო ადგილობრივი ქორეოგრაფიული სტუდია „ჰარალე“.
„ღონისძიება მიზნად ისახავდა შემოსული თანხის გადარიცხვას ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის, 21 წლის ხატია პარუნაშვილისთვის, რადგან მას დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია და ესაჭიროება თანხა ქიმიოთერაპიისა და ძვლის ტვინის გადანერგვისათვის.
აგრეთვე სკოლაში შევაგროვეთ მაკულატურა მე-11 კლასის მოსწავლის სოსო მაქანდარაშვილისა და მისი მშობლის ნინო მაქანდარაშვილის ორგანიზებით. შემოსული თანხა გადაირიცხა ხატიას პირად ანგარიშზე“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
უდის N1 საჯარო სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეებს, მშობლებსა და სკოლის ყველა თანამშრომელს აღნიშნულ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის და ხატია პარუნაშვილს გამოჯანმრთელებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად