სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მეჯვრისხევის საჯარო სკოლა „იაკობობა 2019“-ში მონაწილეობდა
19-11-2019
-
+


გორის მუნიციპალიტეტის მეჯვრისხევის საჯარო სკოლამ „იაკობობა 2019“-ში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე სკოლამ კუთხე მოაწყო და საშემოდგომო ნობათი გამოფინა.

ღონისძიება „იაკობობა 2019“, 27 ოქტომბერს, სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის 179 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა.

მწერლის მშობლიურ სოფელში გამართულ ღონისძიებას არაერთი სტუმარი ეწვია. იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებაზე სხვადასხვა კუთხე საშემოდგომო ნობათით იყო წარმოდგენილი. გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა კუთხეები „დედა ენის“ თემატიკაზეც ​მოაწყეს.

ღონისძიების მონაწილეებს დღესასწაული ადგილობრივი ხელისუფლების და რესურსცენტრის წარმომადგენლებმა მიულოცეს.

„დედა ენის“ ავტორის, იაკობ გოგებაშვილის, იუბილე ყოველი წლის 27 ოქტომბერს აღინიშნება. საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი, პუბლიცისტი და საბავშვო მწერალი ვარიანში 1840 წელს დაიბადა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება