სიახლეები
ყველაზე პოპულარული


„გთხოვთ, არ აკოცოთ ბავშვებს ცხვირ-ტუჩში და ხელებზე და არც გარშემომყოფებს მისცეთ ამის უფლება!'' - რა საფრთხეებზე საუბრობს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი
19-06-2018
-
+


ექიმი-პედიატრ ინგა მამუჩიშვილის პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პედიატრი წერს, თუ რამდენად სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს, როდესაც მშობლები და ახლობლები ბავშვებს სახეზე, ხელის მტევნებზე და ცხვირ-ტუჩის მიდამოში კოცნიან:

„ძალიან გთხოვთ, არ მითხრათ შვილი ჩემია და როგორც მინდა ისე მოვექცევი და რასაც მინდა იმას ვუზამო. გრძნობთ ალბათ, რომ გაღიზიანებული და გაკვირვებული ვარ მომხდარი ფაქტით, ვერასოდეს ვერ შევეგუები როგორც ადამიანი და განსაკუთრებით როგორც ექიმი, როცა ბავშვს სახეზე და ხელის მტევნებზე (ძირითადად თითებს იდებენ და წოვენ პაწუკები) განსაკუთრებით კი ცხვირ-ტუჩის მიდამოში კოცნიან ახლობლები.  

პირის ღრუში უამრავი სხვადასხვა მიკროორგანიზმი ბინადრობს: ვირუსები, სოკოები, უმარტივესები, ბაქტერიები, მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოდგენილია ბაქტერიები: ნერწყვის ყოველი მილილიტრი შეიცავს 650 მდე სხვადასხვა სახეობის 100 მილიონ ბაქტერიას, რომელთა უდიდესი ნაწილი იწვევს პირის ღრუს (მათ შორის, ორალური გზით გადამდები) დაავადებების განვითარებას... ლორწოვანის, ლორწოვანთან კონტაქტით ვრცელდება ინფექციური მონონუკლეოზიც, რომელსაც ეპშტეინ-ბარის ვირუსი იწვევს და ხასიათდება იმუნიტეტის მკვეთრი დათრგუნვით (ხშირად სვამთ ხოლმე კითხვებს ამ დაავადებასთან დაკავშირებით) ნათქვამია, ადამიანი ჯანმრთელია მანამ, სანამ პირის ღრუ და კბილები ჯანმრთელი აქვსო... ბაქტერიის პრეზენტაცია ორგანიზმში ცხვირის ან პირის ღრუდან იწყება ძირითადად, ხოდა გეკითხებით, რას ერჩით თქვენი ბავშვების ჯანმრთელობას??? გთხოვთ, არ აკოცოთ ბავშვებს ცხვირ-ტუჩში და ხელებზე და არც გარშემომყოფებს მისცეთ ამის უფლება! აბა სად ვაკოცოთო მკითხავთ... ტაკოზე აკოცეთ, უფრო გემრიელია'' - წერს ინგა მამუჩიშვილი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება