| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის პატარა პამაჯის საჯარო სკოლის სამ მასწავლებელს, რუზანა რაისიანს, დალი მარქარიანსა და ტალიტა სარქისიანს, ახალი სასწავლო წლიდან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული უნარები ქართულ ენაზეა, გამოცდაზე სკოლის მთელი კოლექტივი დარეგისტრირდა და გავიდა კიდეც. მისი თქმით, მათ ფარ- ხმალი არ დაყარეს.
მასწავლებელი რუზანა რაისიანი თავის კოლეგებს წარმატებებს უსურვებს.
„15 წელია ერთად ვმუშაობთ და არ მსურს რომელიმე ჩვენგანმა დატოვოს სკოლა, ენის ბარიერის გამო. ყველანი თქვენი საქმის კარგი პროფესიონალები ხართ. იმედია ღმერთის წყალობით მივაღწევთ შედეგს. მთავარია ფარ-ხმალი არ დაყაროთ და ბოლომდე მივაღწევთ შედეგს“,- ასე მოუწოდებს მასწავლებელი რუზანა რაისიანი თავის კოლექტივს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა