სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდუბნის საჯარო სკოლა დირექტორს გლოვობს
05-11-2019
-
+



თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბარდუბნის საჯარო სკოლის დირექტორი რამაზ ბარდაველიძე გარდაიცვალა. სკოლის წარმომადგენლობა სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„ცივი მზე.... ქარი.... ქაოსი.....

საშინელი სამშაბათი, საშინელი 5 ნოემბერი, გაბზარული გიორგობის თვე.......

ძალაგამოლეული ბარდუბნის საჯარო სკოლა, იმედგაცრუებული და გულამოსკვნილი პედაგოგები, საშინელი წუთები... საზარელი განცდა. განცდა იმისა, რომ ჩვენ გვერდით ვეღარ იქნებით. თქვენ მიერვე ნაფუსფუსებ და მოვლილ სკოლაში ვეღარ შემოხვალთ თქვენი ნათელი გონებით ჩვენო რამაზი მასწავლებელო, ყველასთვის დიდო მეგობარო, თანატოლო და თანასწორო.

ვწუხვართ.... ვგმინავთ და გულამომჯდარი გტირით. ვერ წარმოგვიდგენია რომ აღარ ხართ. თუმცა, ეს საშინელი რეალობაა!!!

ბოლო წუთებამდე მებრძოლო, იმედიანო, ჩვენც გვინარჩუნებდი იმედს. გვეგონა ჯერ კიდევ გვეყოლებოდი, მაგრამ.....

მაგრამ წავიდა, გაქრა იმედი, გაქრა მოლოდინი, მოლოდინი იმისა, რომ ისევ მოვისმენთ თქვენს გონიერ რჩევებს,ისევ მივიღებთ თქვენს იუმორს, ისევ მეგობრულად ჩაგვიკრავთ გულსა თუ გონებაში.

ღმერთსაც კარგი უნდაო - ხოდა ჰყავდეთ ღმერთს, თქვენ ღირსი ხართ ნამდვილად ცათა სასუფევლის.

ვწუხვართ ჩვენო რამაზი მას! (ასე მოგმართავდით ყველა) ვწუხვართ და გვტკივა. გვტკივა უსაზღვროდ. დაუვიწყარი იქნებით ჩვენთვის. რამდენი ცრემლი, რამდენი თბილი სიტყვა, რამდენი ტკბილი მოგონება უნდა ვატაროთ....

მზიანი დღეა. თუმცა ჩვენთვის მზეც გაცივდა. ყინვის მოლოდინში ვართ. გვცივა იმის ფიქრში, რომ თქვენ ჩვენ გვერდით ვეღარ იქნებით. თქვენ თქვენი სკოლის მასწავლებლებისთვის ცოცხალ ლეგენდად დარჩებით, საუკეთესოთა შორის საუკეთესო დირექტორო, მეგობარო, თანამშრომელო. ღმერთმა სასუფეველი დაგიმკვიდროს.

გვიყვარხართ!

ბარდუბნის საჯარო სკოლის ყველა პედაგოგი, ტექ-პერსონალი სამძიმარს უცხადებს რამაზ ბარდაველიძის ოჯახს!“.

ასევე, გამოსათხოვარ წერილს აქვეყნებს და დირექტორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრიც.

„ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი ოჯახს და სკოლას დირექტორის გარდაცვალებას უსამძიმრებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება