სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ვიმედოვნებ, „ეტალონი მოსწავლე“ საქართველოს მასშტაბითაც გავხდები“ - ქუთაისმა „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
01-11-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ქუთაისის ოპერის თეატრში ჩატარდა, სადაც "ქუთაისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ქალაქ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო, საგანმანათლებლო გაერთიანების მმართველი ვაჟა ჯუღელი, ქუთაისის რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ „ეტალონს“ ერთ-ერთი გამორჩეული საგანმანათლებლო პროექტი უწოდა:

„პროექტი ჩვენი ბავშვების განათლებაზეა ორიენტირებული. ჩემი აზრით, მსგავსი მაღალი დონის ინტელექტ-ჩემპიონატი განათლების სისტემაში არ გვაქვს. მსურს, მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩას და ყველა იმ ადამიანს, ვინც პროექტის განვითარებაში აქტიურად მონაწილეობს“.

იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ „ეტალონი“ ახალგზარდებში სწორი შეხედულებების  ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს: 

„დღეს „ეტალონი“ ქუთაისშია და ჩვენ მის გვერდით ვართ. მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩას და მთელ შემოქმედებით ჯგუფს მაღალი დონის პროქტის ორგანიზებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ ეს სახალხო პროექტი უფრო დიდ როლს ითამაშებს ქართველ ახალგაზრდების სწორი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში“.  

ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო, საგანმანათლებლო გაერთიანების მმართველის ვაჟა ჯუღელი ამბობს, რომ „ეტალონი“ მთელი ქვეყნის მასშტაბით სასურველი სტუმარია:

„ეტალონი“ მართლაც ეროვნული პროექტია. ქუთაისს პროქტში მონაწილეობის გამოცდილება დაუგროვდა და იგი მართლაც ეხმარება ახალგაზრდბს, რომ ფართო საზოგადოებამ გაიგოს მათ შესახებ. ინტელექტ-ჩემპიონატისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა კარი ღიაა“. 

ქუთაისის რესურსცენტრის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა „ეტალონს“ ევროპული განათლების საილუსტრაციო პროექტი უწოდა:

„ეტალონი“ აერთიანებს და მოტივატორია, ერთის მხრივ გონებრივი განვითარების მსურველი მოსწავლეებისთვის, ხოლო მეორეს მხრივ მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის. პროექტში თავმოყრილია ყველა ის საჭიროება, რომელიც გვაძლევს ბიძგს, რომ თავისუფლად ვიაზროვნოთ და ევროპულ განათლებაზე ცნობიერება ავიმაღლოთ. იდეა, „ეტალონი“ გასაფრთხილებელი და საამაყოა“.

ქუთაისის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა სალომე სარალიძემ „ეტალონის“ წამახალისებელ ფუნქციაზე ისაუბრა:

„ეტალონი“ ქართული ბრენდია. იგი მოსწავლეებს რეალიზებისა და თვითრწმენის საშუალებას აძლევს. ასევე, ინტელექტ-ჩემპიონატი ახალისებს მოსწავლეებს და გზას უხსნის მათ სხვა პროექტებისკენ. მადლობა ბატონ გოჩას და მთელ შემოქმედებით ჯგუფს მოსწავლეების გახარებისთვის“.

„ქუთაისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ქუთაისის N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ მარიამ მებუკემ მოიპოვა:

„ეტალონმა“გამოცდილება და საკუთარი თავის რწმენა შემძინა. დარწმუნებილი ვარ, რომ ყოველივე ეს სამომავლო მიზნების მიღწევაში დამეხმარება. ემოცია, რომელიც დღეს განვიცადე ენით აღუწერელია, სიხარულისგან ვთრთი. ვიმედოვნებ, რომ „ეტალონი მოსწავლე“ საქართველოს მასშტაბითაც გავხდები“.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „ქუთაისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელსაც ტრადიციულად საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. „ეტალონის“ მიმდინარე სეზონი კი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ასევე იხილეთ:

ქუთაისის მოსწავლეთა საყურადღებოდ

„ეტალონი საუკეთესო ხიდია განათლებასა და განათლებით დაინტერესებულ მოსწავლეებს შორის“ - ქუთაისი ინტელექტ-ჩემპიონატის II ტურისთვის ემზადება

ქუთაისის „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია

31 ოქტომბერს „ეტალონი“ ქუთაისში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება