სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხოფურის საჯარო სკოლიდან ღვაწლმოსილი პედაგოგები ღონისძიებით გააცილეს
30-10-2019
-
+


ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხოფურის საჯარო სკოლის შვიდი ღვაწლმოსილი (პენსიონერი) პედაგოგის სკოლიდან გასაცილებლად ღონისძიება - „ამ მადლიან მადლისთვის-გმადლობთ მასწავლებელო!“ ჩატარდა.

„2019 წლის 25-26 ოქტომბერი, დღეები, რომლებიც ოქროს ასოებით ჩაიწერა ხოფურის საჯარო სკოლის ისტორიაში.25 ოქტომბერი- დღე, როდესაც სკოლიდან გავაცილეთ ღვაწლმოსილი პედაგოგები. პიროვნებები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ხოფურის საჯარო სკოლის განვითარებაში და წარმატებებში. მრავალი ღირსეული თაობის აღმზრდელები! პედაგოგიური სულის სისპეტაკისა და საქმისადმი მაღალი მორალური სინდისის მაგალითია თითოეული მათგანი!!!! დღე განშორების სევდით, თუმცა უამრავი სიურპრიზით სავსე“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

თაობათა აღმზრდელ პედაგოგებს მოსწავლეებმა ბევრი თბილი სიტყვა, სიმღერა და ლექსი მიუძღვნეს. მათ საჩუქრები და თაიგულებიც გადასცეს.

ღონისძიებას ლენტეხის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ბადრი ქარდავა ესწრებოდა, რომელმაც პედაგოგებს თაობების აღზრდაში გაწეული შრომისა და ამაგისათვის მადლობა გადაუხადა. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მრავალეროვან საქართველოში, მრავალეროვანი სკოლის ეს ღონისძიება ნათელი მაგალითია დაფასებისა და მეგობრობის, რითაც საქართველო ამაყობს.

,,დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ქედი მოვიხაროთ თქვენი პედაგოგიური ღვაწლის წინაშე და უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ თქვენ ჩვენს ქვეყანას ბევრი ნიჭიერი, დამსახურებული და ღირსეული მოქალაქე აღუზარდეთ“,- ამ სიტყვებით ხოფურის საჯარო სკოლის დირექტორი, ნონა გაზდელიანი, ღვაწლმოსილ პედაგოგებს მიესალმა.

დირექტორმა პედაგოგებს სიურპრიზი მოუწყო და ღონისძიების ბოლოს ფარდა ჩამოეხსნა დაფას, რომელზეც შემდეგი წარწერას წაიკითხავთ-„ქედს ვიხრით თქვენი პედაგოგიური ღვაწლის წინაშე“. დაფაზე ღვაწლმოსილი პედაგოგების სახელები და გვარები წერია.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, ეს დაფა სკოლაში მომავალშიც საპატიო ადგილს დაიკავებს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება