სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აბასთუმნის ობსერვატორია ყველა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებისთვის ხელმისაწვდომი გახდება
26-10-2019
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაკიძემ და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის მეცნიერების განვითარების სამმართველოს უფროსმა ზაზა მარუაშვილმა ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს.

როგორც Etaloni.ge-ს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ობსერვატორიის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების პროცესს, რომელიც ყველა მეცნიერ თანამშრომელთან კომუნიკაციისა და შეთანხმების გზით წარიმართება.

გიორგი ვაშაკიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ამ მასშტაბის, მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო დაწესებულების შემდგომი განვითარება, გაძლიერება და მისი საერთაშორისო ჩართულობის ხარისხის ამაღლება გლობალურ სამეცნიერო სივრცეში.

შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მხარეები არაერთ საკითხს შეეხნენ. მათ შორის, სხვადასხვა უნივერსიტეტში ასტრონომიის მიმართულების განვითარების სტიმულირებას სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდა კადრების აღზრდის მიზნით. გიორგი ვაშაკიძის თქმით, სამინისტროს პოლიტიკა სწორედ იქეთკენ არის მიმართული, რომ ობსერვატორია ხელმისაწვდომი გახდეს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამეცნიერო ორგანიზაციისთვის, მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევარებისათვის როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო დონეზე. შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ისევე როგორც სხვა უნივერსიტეტებს, ექნება შესაძლებლობა, სასწავლო პროცესში გამოიყენოს ობსერვატორიის რესურსები.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ობსერვატორიის რეორგანიზაციის დასრულების შემდგომ გადაიხედება და საგრძნობლად გაძლიერდება სახელფასო პოლიტიკა. გარდა ამისა, ობსერვატორიის ტერიტორიაზე არსებული ყველა შენობა ახლადშექმნილი სსიპ-ის ბალანსზე გადავა და მის განკარგვას ადმინისტრაცია სრულად შეძლებს.

მეცნიერების განვითარების სამმართველოს უფროსმა ზაზა მარუაშვილმა მეცნიერ თანამშრომლებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კონცეფციაში, რომელიც ობსერვატორიის განვითარების მიზნით შეიქმნება, მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული აბასთუმნის ობსერვატორიის ნიშა და როლი მსოფლიო მასშტაბით. ამის შემდგომ, მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, მოხდება მისი ტექნიკური აღჭურვა და მოდერნიზაცია. ზაზა მარუაშვილმა კონცეფციის შემუშავებაში უცხოელი მეცნიერების ჩართვის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.სამინისტრო კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დამატებითი დაფინანსების სტიმულირებას.

შეხვედრის ბოლოს გიორგი ვაშაკიძემ აღნიშნა, რომ სამინსიტროს მიზანია, ობსერვატორიის მაგალითზე დანერგოს კარგი პრაქტიკა, რომელსაც სხვა კვლევითი დაწესებულებებიც გაიზიარებენ.

ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია განთქმულია მსოფლიოს მასშტაბით და მის ბაზაზე 80 წელზე მეტია მიმდინარეობს უწყვეტი მეცნიერული კვლევები და ასტრონომიული დაკვირვებები.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება