სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

izrune.ge-ს ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი საქართველოს სკოლების დირექტორებს და კლასის დამრიგებლებს მიმართავს!
25-10-2019
-
+


სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ და მაღალტექნოლოგიურ პორტალ izrune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა საქართველოს სკოლების დირექტორებისთვის და კლასის დამრიგებლებისთვის სპეციალური მიმართვა გაავრცელა.

მიმართვა მოსწავლეთა შორის ეფექტური განათლების მიღების და მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების აუცილებლობას ეხება. გოჩა ტყეშელაშვილმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ამ პროცესებში კლასის დამრიგებლების მაღალ და საპასუხისმგებლო როლს. მიმართვაში საუბარია ასევე იმაზე, რომ შვილის აღზრდა-განათლების პროცესში მშობლის როლი, მისი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, და ამ მიზნების მისაღწევად შვილის ბედნიერ მომავალზე მზრუნველმა მშობლებმა აღზრდა-განათლების თანამედროვე პლატფორმა - izrune.ge უნდა გამოიყენონ.

მიმართვა გამორჩეულად ეხებათ ბათუმის, ხულოს, შუახევის, ქედას, ხელვაჩაურის და ქობულეთის სკოლებს, ამ სკოლების დირექტორებს, კლასის დამრიგებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს - რადგან აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით izrune.ge აჭარის მოსწავლეებისთვის წლის ბოლომდე უფასოა.

izrune.ge „ეტალონის“ ინოვაციური პროექტია და მოსწავლეებს  ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.

პორტალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მშობლის (ოჯახის) ჩართულობის გაზრდაა შვილის აღზრდა-განათლების პროცესში. მშობლებს საშუალება აქვთ თვალი მიადევნონ და უშუალოდ ჩაერთონ ბავშვის განათლების მიღებისა და მოტივაცია-წახალისების პროცესში.

იხილეთ izrune.ge-ს ავტორის გოჩა ტყეშელაშვილის მიმართვა სრულად:



ასევე შეგიძლიათ მიმართვის ტექსტი იხილოთ ბმულზე.

იხილეთ izrune.ge-ს ავტორის გოჩა ტყეშელაშვილის მიმართვა სკოლის მოსწავლეების მშობლებს და ოჯახის წევრებს!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება