სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროფესიული ტესტირების ჩატარების თარიღი ცნობილია
18-10-2019
-
+


2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების ჩატარების თარიღი ცნობილია.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, პროფესიული ტესტირება 27 ოქტომბერს, დილის 9 საათიდან დაიწყება. რაც შეეხება პრეტესტს, იგი ტესტირების წინა დღეს, 26 ოქტომბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია რეგისტრირებული აპლიკანტებისათვის.

პრეტესტის მიზანი მონაწილეებისათვის ტესტის ფორმატისა და  პროცედურების გაცნობაა. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ყოველგვარი შეფასების გარეშე გაიარონ ტესტირება.
 
დეტალური ინფორმაცია პრეტესტისა და ტესტირების ჩატარების შესახებ საგამოცდო ბარათზეა მოცემული.
 
ბარათზე მითითებული იქნება:
 
  • მონაწილის პირადი ინფორმაცია;
  • რეგისტრაციის დრო;
  • საგამოცდო ცენტრის მისამართი;
  • ინფორმაცია პრეტესტის შესახებ.
 
ტესტირებაში მონაწილეობის მიღების მსურველებს საგამოცდო ბარათების აღება 27 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ. საგამოცდო ბარათები გაიცემა რესურსცენტრებში ან იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც პროფესიული ტესტირებისათვის დარეგისტრირდით. ბარათის ამობეჭდვა ასევე შესაძლებელია ვებგვერდიდან: www.vet.emis.ge

უნიკალური კოდის დაკარგვის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2 200 220.
 
საგამოცდო ბარათის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ:

  • სარეგისტრაციო ფურცელი;
  • პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, პასპორტი, ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
საგამოცდო ცენტრების მისამართები

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე:  https://bit.ly/2plQi1v 

სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების მიდგომით პარტნიორ  დამსაქმებლებთან ერთად განხორციელებულ პროგრამებზე მიღება, იწარმოებს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე, პროფესიული ტესტირების გარეშე! აპლიკანტებმა, რომლებსაც სურთ დუალური მიდგომის ფარგლებში დანერგილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა, რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ იმ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც სურთ სწავლის გაგრძელება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების წესში შესული ცვლილებები კანონში აისახა

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება