სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მაღალმთიანი დასახლებების საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დასაქმებულებმა შესაძლოა 35%-იანი სახელფასო დანამატი მიიღონ
30-09-2019
-
+


„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით პარლამენტართა ნაწილი მაღალმთიან დასახლებებში არსებულ საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დასაქმებული პირებისთვის სახელფასო შემოსავლის 35%-იან დანამატის დაწესებას ითხოვს.

კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: გია ჟორჟოლიანი, ბექა ნაცვლიშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მირიან წიკლაური, რუსლან პოღოსიანი, ირაკლი აბუსერიძე და ზაზა პაპუაშვილი. 

მათი მოსაზრებით, კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათები არ მოიცავს საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს და შემოიფარგლება მხოლოდ ამავე დაწესებულებაში დასაქმებული მასწავლებლებით, რაც არასაკმარისია. 

„მნიშვნელოვანია, რომ სოციალური შეღავათი გავრცელდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა პირზე. ამასთანავე, აუცილებელია, რომ იგივე შეღავათი გავრცელდეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების განმახორციელებელ დაწესებულებებში დასაქმებულ პირებზე. სოციალური შეღავათით მოსარგებლე პირების წრის გაზრდა პირდაპირ შეუწყობს ხელს, მაღალმთიან დასახლებებში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების პრობლემის გადაჭრას“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიხედვით, სახელფასო ანაზღაურება საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღბეში დასაქმებულ 5 600 ადამიანს შეეცვლება.

„მაღალმთიან დასახლებებში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პირების რაოდენობა, გარდა მასწავლებლებისა, რომლებისთვისაც სახელფასო შემოსავლის 35%-იან დანამატის დაწესებას ითვალისწინებს აღნიშნული კანონპროექტი, დაახლოებით 4 800 ადამიანია (მათ შორის 1 300 ადამიანი დირექციის წარმომადგენელი, ხოლო 3 500 ადამიანი ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი) ხოლო ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების განმახორციელებელ დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა საერთოდ რაოდენობა დაახლოებით 800 ადამიანია“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება