სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო პროექტია“ - ცაგერში ჩემპიონატის I ტური ჩატარდა
25-09-2019
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტში 24 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 1 ოქტომბერს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა:

ცაგერის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე:

„როგორც ყოველთვის, „ეტალონში“ მონაწილეობა წელსაც მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. ყველა სკოლა გადავამოწმეთ და I ეტაპის ტესტირებამ შესანიშნავად ჩაიარა. მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა პროცესი. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი თავი გამოევლინათ. „ეტალონის“ ჩემპიონატს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოლოდინები მაღალი გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთი ლიდერი რაიონი ვართ. ყოველწლიურად ვცდილობთ, რომ უფრო მაღალი შედეგი გვქონდეს, რადგან ყოველწლიურად უფრო ძლიერი მოსწავლეები მოდიან. „ეტალონის“ როლი ამ მხრივ განუსაზღვრელია“.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი გიორგი კვირიკაშვილი:

„საქართველოში „ეტალონი“ საგანმანათლებლო კუთხით ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. მადლობელი ვართ, რომ ამ პროექტში ჩვენი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა ჩართულია და მოსწონთ. ძალიან კმაყოფილები ვართ. მუნიციპალური ტური, რომლესაც 1 ოქტომბერს ვგეგმავთ, ვფიქრობთ, დიდ ინტერესს გამოიწვევს. მასში 60-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. ამ პროექტს დიდი იმედით შევყურებთ. პროექტი გასული პერიოდის განმავლობაში ორჯერ ჩვენმა მუნიციპალიტეტის მოსწავლემ მოიგო. ჩვენი ახალგაზრდობა ოპტიმისტურადაა განწყობილი და სურთ მომავალშიც წარმატებებს მიაღწიონ“.

ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ჩაჩხიანი:

„ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მეტად მნიშვნელოვანია. ბავშვებს უხარიათ და მოტივირებულები არიან. თუმცა არამარტო ბავშვები, მშობლებიც და მასწავლებლებიც ძალიან დადებითად ვართ განწყობილები. არ არსებობს ადამიანი, დიდი თუ პატარა, რომ კეთილგანწყობილი არ იყოს ამ პროექტის მიმართ. ინტელექტ-ჩემპიონატში აქტიურად ვმონაწილეობთ. არ არსებობს რაიონული ტური, რომ ჩვენი სკოლიდან ერთი მოსწავლე მაინც არ მონაწილეობდეს“.

ალპანის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი სულიკო ქარსელაძე:

„ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველ ეტაპზე სკოლის ათივე მოსწავლე მონაწილეობდა. საინტერესო და მიზანმიმართული პროექტია. მოსწავლეები მოტივირებულები არიან. შვიდმა მათგანმა პირველ ეტაპს წარმატებით გაართვა თავი და მეორე ტურში გადასასვლელად აუცილებელი ქულები დააგროვა. ვვარაუოდბთ, რომ ორი მოსწავლე, 82-ქულიანი და 72-ქულიანი გადავა მეორე ტურში. იმედი გვაქვს, რომ წარმატებებს მივაღწევთ“.

ზუბის საჯარო სკოლის დირექტორი მურთაზ ლარცულიანი:

„პროექტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მოსწავლეებს მოტივაციას მატებს. რაც შეეხება გუშინდელ პირველ ეტაპს, კარგი  შედეგი დადეს მერვეკლასელებმა. პროექტი ბავშვების მოტივაციის ამაღლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მცირეკონტიგენტიანი სკოლაა, მაღალ კლასებში სულ 2-3 მოსწავლე მყავს. მრავალმოსწავლიან სკოლებზე კონკურენციის გაწევა რთულია, მაგრამ მაინც მაქვს იმედი, რომ ჩემი მოსწავლეები კარგ შედეგს დადებენ“.

ზუბის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნიკოლოზ ომანაძე:

„მოსწავლეებისა და ჩემი აზრი „ეტალონთან“ დაკავშირებით თანხვედრაშია. მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებიან, თავიანთი ცოდნის გამოვლენა შესაბამისად უწევთ და „ეტალონის“ მიერ შემოთავაზებული ტესტირება ამ კუთხით ძალიან საინტერესო აქტივობაა. გუშინ, შიდასასკოლო პირველ ეტაპზე, ძალიან გახარებულები იყვნენ. რაღაცები გაიხსენეს, რაც ნასწავლს დაემთხვა, რაღაც ვერ გაიგეს, ცოდნა შეიძინეს. ჩემი აზრით, ეს ჩემპიონატი დამატებითი გამოცდილების მისაღებად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ასეთი ოლიმპიადები დღესდღეობით ძალიან ცოტაა და „ეტალონი“ მოსწავლეთა განვითარებას ძალიან უწყობს ხელს. ყველა სკოლისა და მასწავლებლის მოლოდინია, რომ მათმა შრომამ შედეგი გამოიღოს და მოსწავლეებმა წარმატება მიაღწიონ. ჩვენც რამდენიმე მოსწავლეზე დიდ მოლოდინს ვამყარებთ.“

აღვის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი იზოლდა ჭაბუკიანი:

„ეტალონმა“ ძალიან დაგვანიტერესა. წინა წლებშიც აქტიურად ვმონაწილეობიდით. პროექტი ბავშვებისთვის ბევრის მომცემია, რადგან ყველა საგანს მოიცავს. პროექტი ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან შეგვიძლია გავთვალოთ ჩვენს მოსწავლეებს რა შეუძლიათ, რა ცოდნა აქვთ. „ეტალონის“ ინტელექტუალური ჩემპიონატით ბავშვები დიდ გამოცდილებას იღებენ. ჩვენი ბავშვები izrune.ge-შიც იყვენენ ჩართულები. ამ ტესტებმა ძალიან დაგვაინტერესა. ვაპირებთ წელსაც ჩავერთოთ“.

ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი:

„მუდამ მითქვამს და გავიმეორებ, რომ „ეტალონი“ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო პროექტია და ზოგადადაც ეროვნული პროექტია. მიმაჩნია, რომ იგი ძალიან დიდ როლს თამაშობს მოსწავლეთა ჯანსაღი კონკურენციის გამომუშავებაში და წიგნიერების დონის გაზრდაში. მოლოდინები დიდი გვაქვს. მე-10 მე-11 კლასელებმა პირველ ეტაპზე მშვენიერი შედეგი დადეს. სკოლაში საქართველოს „ეტალონი მოსწავლე“ გვყავს და მე ჩვენი მოსწავლეების მაღალი შედეგი არ მიკვირს. ალბათ, კიდევ მეტსაც მივაღწევთ. წელს ჩემპიონატში პირველად ძალიან კარგი მერვეკლასელი მოსწავლე იღებდა მონაწილობას და მისგან ველოდები, რომ კარგი შედეგი ექნება. ყველა მონაწილეს, პროექტის ორგანიზატორს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და მთლიანად „ეტალონის“ გუნდს დიდ მადლობას ვუხდი“.

ბარდნალის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თეონა ფრუიძე:

„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მე „ეტალონის“ მასწავლებელი ვარ უკვე 3 წელია. მოსწავლეები ძალიან გახარებული არიან, როდესაც მეორე ტურში გადადიან. ინტელექტუალურ ჩემპიონატებს შორის ყველაზე კარგი პროექტია. მოსწავლეებმა საკმაოდ კარგი ქულები დადეს და იმედი მაქვს, რომ გამარჯვებული ჩვენი მოსწავლე იქნება. ჩვენი სკოლის ორ მოსწავლეს აქვს საქართველოს „ეტალონის მოსწავლის“ ტიტული მოპოვებული“.

შეგახსენებთ, რომ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი, სასწავლო წლის ბოლოს, მესამე ეტაპით - გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ასევე იხილეთ: ცაგერის მოსწავლეთა საყურადღებოდ

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ძველი ბზის გადაგდება არ შეიძლება - რა უნდა ვიცოდეთ დღესასწაულის შესახებ
ელექტრონულ ჟურნალში ახალი ფუქნციონალები შეიქმნა რესურსცენტრის თანამშრომლებისთვის - დეტალებს სამინისტრო ასაჯაროებს
როდის გახდება ცნობილი ტესტის ნიმუში, აღწერა და სხვა დეტალები
თითოეული პირველკლასელი 100 ლარს მიიღებს - ბიუჯეტი
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება