სიახლეები
სკოლები, სიახლეები

გოჩა ტყეშელაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება თბილისის N106 საჯარო სკოლასთან ერთად აღნიშნა
16-09-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონისა“ და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა 2019-2020 სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს თბილისის N106 საჯარო სკოლიდან მიულოცა.

თანამოაზრის მილოცვას N106 საჯარო სკოლის დირექტორი, თენგიზ გულორდავა შეუერთდა და აღნიშნა, რომ სკოლის წარმატებაში დიდი წვლილი ინოვაციურ პორტალ izrune.ge-ს მიუძღვის.

„მსურს ჩემს უძვირფასეს მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს 2019-2020 სასწავლო წლის დაწყება მივულოცო და ვუსურვო მათ წარმატებები. ჩვენ ძალიან ბევრი წარმატება გვქონდა წინა წელს. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს რეიტინგით ჩვენი სკოლა საქართველოში პირველ ადგილზეა. 19 „სუპერ კლასი“ და 9 „მომავლის კლასი“ გვყავს. ეს ჩვენთვის არის უდიდესი წარმატება, რომელიც სწორედ მოსწავლეების, მშობლების და პედაგოგების დამსახურებაა. ვიმედოვნებ, წელს izrune.ge-სთან ერთად უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ“.

ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებაზე, სკოლის დირექტორმა გასული, 2018-2019 სასწავლო წლის „მომავლის კლასებს“ ტიტულები ოფიციალურად მიანიჭა. ასევე გამოვლინდა დამსახურებული პედაგოგი, რომელსაც „საპატიო მასწავლებლის“, ხოლო 14 მოსწავლის მამას „შვილებზე განსაკუთრებულად მზრუნველი მამის“ სიგელები გადაეცათ. სკოლის ეზოში საზეიმოდ გაიხსნა ოქროს მედალოსანი მოსწავლის მარიამ ცუხიშვილის ვარსკვლავი.

ერთ-ერთი „მომავლის კლასის“ ტიტულის მფლობელი, მე-2-დ კლასის დამრიგებლის სოფიო მეხაშიშვილის თქმით,მათი წარმატება იმ გუნდურობისა და მოტივაციის დამსახურებაა, რომლიც ინოვაციურმა პორტალმა izrune.ge-მ მათ კლასს შემატა.

„ჩემი სადამრიგებლო კლასი izrune.ge-მ  შეკრული და ერთიანი გახადა. ყველანი ერთი მიზნის მისაღწევად ვიბრძოდით, რამაც შედეგი გამოიღო. ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაცია. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ izrune.ge-ს სახით, სწავლის პროცესში ჩართული იყო ტექნოლოგიები, რომლებიც  21-ე საუკუნის უნარების განვითარებას ემსახურება. აუცილებლად ვურჩევდი ყველას, ჩაერთონ izrune.ge-ში, რადგან იგი დიდ მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს. ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა გერქვას „მომავლის კლასის“ დამრიგებელი“.

ასევე, გასული სასწავლო წლის „მომავლის კლასის“ დამრიგებელმა გალინა მეცხვარიშვილმა დადებითი ემოციები გაგვიზიარა. მან ისაუბრა განვლილ წარმატებულ წელზე, რომელიც  მისმა კლასმა ინოვაციურ პორტალ izrune.ge - სთან ერთად  გაიარა.

izrune.ge-ს გასულ წელს შევუერთდით, რამაც ჩვენი სასწავლო პროცესი შეცვალა. მოგეხსენებათ, ინოვაციური ტექნოლოგიები ახალისებს მოსწავლეებს. ჩვენ წინა წელს აქტიურად ჩავერთეთ izrune.ge-ში. პირველად გავხდით „მეგობრული კლასი“, შემდეგ მოვიპოვეთ „სუპერ კლასის“ ტიტული და საბოლოოდ „მომავლის კლასის“ სახელით ვსარგებლობთ. ამ განვლილმა გზამ შეგვმატა მოტივაცია და სწორედ ამიტომ,ახალ სასწავლო წელსაც ყველანი ერთად აქტიურად ვიწყებთ. ბავშვებს ვუსურვებ წარმატებასა და izrune.ge-ში აქტიურ ჩართულობას, რათა მათი სწავლა უფრო ნაყოფიერი გახდეს. ჩვენ izrune.ge-სთან ერთად ვზრდით თაობას, რომელიც ქვეყანას აუცილებლად გამოადგება“.

„საპატიო მასწავლებლის“ ტიტული მიენიჭა პროფესიიდან გასულ მასწავლებელს დოდო გურგენიძეს.

„უბედნიერესი ვარ, ჯერ იმიტომ, რომ მყავს არაჩვეულებრივი ბავშვები და თანამშრომლები, რომელთა დატოვებაც მენანება. მადლობა ყველას დაფასებისთვის. ხოლო ბავშვებს ვუსურვებ წარმატებას, წინსვლას, შრომისმოყვარეობასა და ერთმანეთზე ზრუნვას. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი 48-წლიანი პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში izrune.ge მართლაც გამორჩეული პროექტია. იგი ბავშვის განვითარებასა და შემეცნებაზე სრულად არის ორიენტირებული“.

ოქროს მედალოსანი მოსწავლე მარიამ ცუხიშვილმა განსაკუთრებული მადლობა სკოლის დირექტორს გადაუხადა.

„ეს არის ჩემთვის ემოციური დღე. ვღელავ, რადგან ჩემს მშობლიურ სკოლაში ვარსკვლავი გამიხსნეს, რითაც სამუდამოდ, ოქროს ასოებით ჩავეწერე სკოლის ისტორიაში.  მოსწავლეებს ვურჩევდი,  ისწავლონ და გააკეთონ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი. izrune.ge მართლად გამორჩეული პროექტია, რომელმაც განსაკუთრებული გამოცდილება შემძინა და წარმატების მიღწევაში დამეხმარა.ამ პროექტმა გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი გამომიმუშავა. დაუვაწყარი იყო „ეტალონი“, რომელში მონაწილეობითაც ჩემი სკოლა ვასახელე და მომეცა თავის რეალიზების საშუალება“.

„განსაკუთრებულად მზრუნველი მამის“ ტიტულის მფლობელმა მშობელმა გიორგი ხუციშვილმა ისაუბრა იმ დადებით ემოციაზე, რომლიც მასში ამ ტიტულის მინიჭებამ გამოიწვია.

„მიჭირს გრძნობების გამოხატვა, როდესაც ამხელა სკოლაში„განსაკუთრებულად მზრუნველი მამის“ სტატუსს განიჭებენ. Izrune.ge ეხმარება ჩვენს ბავშვებს განვითარებაში,ეს პროექტი ოჯახებს აერთიანებს. მე მოვუწოდებ ყველა მამას, ჩართონ შვილები Izrune.ge-ში, ყოველი თვის ბოლოს კვირა დღეს მიუსხდნენ შვილებს გვერდით და გაიზიარონ მათი წარმატებით გამოწვეული სიხარული“.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„გამოცდის ჩაბარება გულისხმობს მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის დაგროვებას“ - 8 სექტემბრის ტესტირების შედეგები ცნობილია

„სინკარში გადამბმები რომაა, მანდ გაჩნდა. საფრთხეს არავისთვის წარმოადგენს, არც ბათქაში დაეყრებათ მოსწავლეებს...“

რა ჯდება საშუალო შეძლების მქონე ოჯახისთვის ერთი ბავშვის სასკოლედ მომზადება

მინისტრის ბრძანება 300-ზე მეტ საჯარო სკოლას ეხება - წესდებაში ცვლილება შევიდა

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, რო­მელ­საც 19 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ნე­პა­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გა­დად­გა.

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, დღეს კი მათი წარმატებით ხარობენ
 
საინტერესო

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება