სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

5 მიზეზი, რატომ იქცევიან ბავშვები სკოლაში უფრო ცუდად, ვიდრე სახლში
11-09-2019
-
+


საკუთარ ყურებს არ უჯერებთ: თქვენი შვილი სკოლაში წესრიგს არღვევს?! ის ხომ სახლში სამაგალითოდ იქცევა. თუ თქვენი ჩვეულებრივ, დამჯერი ბავშვი ბაღში ან სკოლაში წავიდა და წესრიგის დამრღვევად იქცა დროა მიზეზებში გაერკვეთ, რომ სიტუაცია გამოასწოროთ. 


სკოლაში/საბავშვო ბაღში ბავშვის ცუდი ყოფაქცევის 5 მიზეზი

    1. გაუგებრობა

სკოლის ან საბავშვო ბაღის წესები სახლში მიღებულისგან განსხვავდება. ამიტომ ხშირად ბავშვს არ ესმის, როგორ მოიქცეს, ან უბრალოდ იქცევა ისე, როგორ მიჩვეულია, რაც პედაგოგის უკმაყოფილებას იწვევს.  ჩვეულებრივ, ეს ემართებათ ბავშვებს, რომლებიც საბავშვო ბაღში ახლა მივიდნენ ან პირველკლასელებს, რომლებიც სკოლამდელ დაწესებულებაში არ დადიოდნენ. 

სთხოვეთ პედაგოგს ქცევის წესების ნუსხა და თითოეული პუნქტი ბავშვთან დეტალურად განიხილეთ. განუმარტეთ მას, რომ ისინი ასე უბრალოდ არ დაუწესებიათ და აუხსენით რატომ არის მნიშვნელოვანი თითოეული მათგანის დაცვა. მაგალითად, გაკვეთილის დროს არ შეიძლება მერხის მეზობელთან საუბარი, ადგომა და კლასში სიარული, რადგან ეს ხელს უშლის ბავშვებს მოისმინონ მასწავლებლის ახსნილი. ასეთ დროს გამოგადგებათ როლური თამაში - სკოლობანა, სადაც პედაგოგი ბავშვი სათამაშო მოსწავლეებს ქცევის წესებს ასწავლის.

    2. მასწავლებლის დაბალი ავტორიტეტი

სახლში ბავშვი დედ-მამას, ბებია-ბაბუას უჯერებს, იმიტომ რომ უყვარს, ენდობა და ურთიერთობებს აფასებს. ასევე მშობელს აქვს მაზე ზემოქმედების გარკვეული ბერკეტები. მასწავლებელი კი - მისთვის ახალი ადამიანია, რომელიც ნდობას ჯერ არ იმსახურებს და მასზე არანაირი გავლენა არ აქვს. ასე რომ რატომ უნდა დაუჯეროს?

დაეხმარეთ მასწავლებელს მოიპოვოს ბავშვში ავტორიტეტი. თქვენ კარგად იცნობთ თქვენს შვილს - მის გატაცებებსა და ძლიერ მხარეებს. უკარნახეთ მასწავლებელს როგორ მოიქცეს და რითი დააინტერესოს ბავშვი, პედაგოგისთვის, რომელმაც იცის ბავშვის ინდივიდუალური თვისებები, მარტივია ბავშვის დაინტერესება, მისთვის საყვარელი საქმიანობის შეთავაზებით.

   3. მეგობრების არარსებობა ან ბავშვებთან ურთიერთობის არცოდნა

თანატოლებთან თამაში - ბავშვის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობაა. მაგრამ ყველა ბავშვს არ ესმის, როგორ იურთიერთოს სხვებთან და მეგობრები შეიძინოს. ასეთ სიტუაციაში ბავშვმა შესაძლოა დაიწყოს ჩხუბი, დაცინვა ან მიიპყროს თანატოლების ყურადღება სხვა უმსგავსო საქციელით. უპირველეს ყოვლისა ეს ეხებათ ბავშვებს, რომლებიც ახალ კოლექტივში ახლახანს მივიდნენ: ახალი დაწყებული აქვთ ბაღში/სკოლაში სიარული ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადავიდნენ.

  • ასწავლეთ ბავშვს კოლექტივში ქცევის წესები: ვთქვათ, სათამაშო არ წაართვას, არამედ ითხოვოს, შესთავაზოს სხვებს ერთად თამაში და ა.შ.
  • მნიშვნელოვანია, პედაგოგმა კოლექტივის გაერთიანებაზე იმუშაოს. მაგალითად ბავშვებს ჯგუფური თამაშები, კოლექტიური ვიქტორინა და ა.შ შესთავაზოს.
    4. ფიზიოლოგიური ხასიათის მიზეზები

ბავშვები ხშირად მიზეზობენ და ცუდად იქცევიან, როდესაც იღლებიან ან ჭამა უნდათ, როდესაც სცხელათ ან ძალიან დიდხანს სხედან ერთ ადგილზე.

თუ ბავშვის მერხი ფანჯარასთან დგას და გათბობის ბატარეის ან მზის პირდაპირი სხივების გამო სცხელა, მასწავლებელს სთხოვეთ გადასვას. თუ ბავშვი ცუდად იქცევა როდესაც მშიერია, ხოლო საკვები, რომელსაც საბავშვო ბაღში სთავაზობენ არ მოსწონს, შეუთანხმდით აღმზრდელს, რომ მან სახლიდან გატანებული საკვების მირთმევა შეძლოს. თუ თქვენი ბავშვი ძალიან მოძრავია და მისთვის ძნელია ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომა, სთხოვეთ პედაგოგს ხშირად გააკეთოს შესვენებები.

    5. როდის უნდა გადახედონ მშობლებმა აღზრდის მეთოდებს

ხდება პირიქითაც: ბავშვი სკოლაში/ბაღში კარგად იქცევა, სახლში კი ჯოჯოხეთს აწყობს. მიზეზები ხშირად იმდაგვარივეა: საგანმანათლებლო დაწესებულებაში იგი დისკომფორტს განიცდის, იგი ითმენს, შემდეგ კი უკმაყოფილებას სახლში ხეთქავს. ამ ჰიპოთეზის გადამოწმება ღირს. მაგრამ შესაძლოა იყოს ასეც: უცხო ადამიანებთან ბავშვი არ ჭირვეულობს, რადგან იცის რომ სასურველს ვერ მიიღებს. ახლობლები კი ყველა მის ახირებას ასრულებენ - ისიც მათ თავის ნებაზე ატრიალებს. ასეთ შემთხვევაში მშობლებმა აღზრდის მეთოდებს უნდა გადახედონ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება