სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ტერმინები, რომელთა ცოდნაც პირველკურსელებისთვის აუცილებელია, რათა „​პინგვინთა“ სიაში არ მოხვდეთ
07-09-2019
-
+


აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ახალი სასწავლო წლიდან ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. პირველი სემესტრი როგორც წესი უნივერსიტეტში არსებული აუდიტორიების დამახსოვრებას, სპეციფიკური ტერმინოლოგიის გაცნობას და  კორპუსების ადგილმდებარეობის გარკვევას სჭირდება. დაბნეული პირველკურსელების შემჩნევა კი არავის უჭირს, რის გამოც უფროსკურსელები მათ „პინგვინებად“ მოიხსენიებენ.

იმისთვის რომ „პინგვინობის“ სტატუსი მალევე ჩამოიშოროთ და მეტნაკლებად გაგიადვილდეთ ახალ გარემოსთან შეგუება და etaloni.ge გთავაზობთ ტერმინებს, რომელთა ცოდნაც პირველკურსელებს უნივერსიტეტის პირველი სემესტრის დაძლევაში ნამდვილად დაეხმარებათ:

ადმინისტრაციული რეგისტრაცია - გულისხმობს სტუდენტის უნივერსიტეტის ბაზაში დარეგისტრირებას, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისა და თანხის გადახდის საფუძველზე ხდება.

აკადემიური რეგისტრაცია - აკადემიური ანუ საგნობრივი რეგისტრაცია გულისხმობს ყოველი სემესტრის დაწყებამდე სტუდენტის მიერ ინდივიდუალური ცხრილის ფორმირებას, ანუ დადგენილ ვადაში სასწავლო დისციპლინების არჩევას.

აკადემიური კალენდარი – გულისხმობს სასწავლო წლის განმავლობაში განსაზღვრულ დასვენების დღეებს, არდადეგების, გამოცდების პერიოდსა და ა.შ.

სილაბუსი – ახსნილია კონკრეტულ საგანში რას ისწავლით, რომელი სახელმძღვანელოები დაგჭირდებათ, ამასთან მოცემულია ლექციების მიხედვით გასაკეთებელი დავალებები და ა.შ.

ლექცია/სემინარი - ხშირად პირველკურსელებმა არ იციან რა განსხვავებაა ლექციასა და სემინარს შორის, ასე რომ ყურადღებით! ლექციაზე ლექტორი ხსნის ახალ მასალას და გაძლევთ დავალებას. რაც შეეხება სემინარს, ეს თქვენი სტუდენტების დროა. სწორედ სემინარზე ხდება მოცემული დავალებების ჩაბარება ლექტორისთვის.

კრედიტები - ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტმა 60 კრედიტი აგროვებს. საგნების უმეტესობა არის 5 კრედიტი, ამასთან სტუდენტები კრედიტებს მოიპოვებენ, აქტიურობაში, სემინარების ჩაბარების, შუალედური თუ ფინალური გამოცდების დაწერის დროს.

GPA (Grade Point Average) - არის სტუდენტების საერთო შეფასებისათვის ფართოდ გამოყენებული უნივერსალური საზომი, რომელსაც თითქმის ყველა უნივერსიტეტი იყენებს. კურსდამთავრებულთა დიპლომის საშუალო ნიშნის დასაანგარიშებლად თავდაპირველად ხდება სტუდენტის მიერ მიღებული შეფასებების შესაბამისობის დადგენა GPA–სთან ქვემოთ წარმოდგენილი პრინციპით: 

შეფასების 100-ქულიანი სისტემის შემთხვევაში:

A  - 91-100 ქულობრივი მაჩვენებელი GPA - 4.0;

B - 81-90 ქულობრივი მაჩვენებელი GPA - 3.0;

C - 71-80 ქულობრივი მაჩვენებელი GPA- 2.0;                  

D - 61-70 ქულობრივი მაჩვენებელი GPA- 1.0;      

E - 51-60 ქულობრივი მაჩვენებელი GPA- 0,5;

F-FX  - 0-50 ქულობრივი მაჩვენებელი GPA          0.

„ქვიზი“ - სტუდენტის შეფასების ერთ-ერთი  საშუალებაა. ეს არის ტესტირება, რომელშიც ლექტორი ერთი ან რამდენიმე ლექციის მასალას აერთიანებს და განვლილ მასალას ამის საშუალებით აბარებთ.

შუალედური გამოცდა, კოლოქვიუმი - სასწავლო სემესტრის განმავლობაში სტუდენტი აბარებს მინიმუმ ერთ შუალედურ გამოცდას. შეიძლება ითქვას, რომ ეს წინა საფინალო გამოცდაა.

ფინალური გამოცდა - სტუდენტის საბოლოო შეფასების საშუალებაა. სემესტრის ბოლოს სტუდენტი აბარებს მთელ გავლილ მასალას, როგორც წესი წერილობითი ფორმით. ძირითადად ფინალური გამოცდა 40-ქულიანია, თუმცა კონკრეტულ უნივერსიტეტში შესაძლებელია უფრო მეტი ან ნაკლებ ქულიანიც იყოს. იმისთვის რომ სტუდენტს საგანი წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვალოს, საჭიროა, რომ მან ფინალურ გამოცდაზე მიღებული შედეგთან ერთად მინიმუმ 51 ქულა უნდა ჰქონდეს დაგროვებული.

გადაბარება - ეს სტუდენტისთვის ერთგვარი მეორე შანსია. თუ სტუდენტმა ფინალური გამოცდის ჩაბარების შემდგომ ვერ მოაგროვა მინიმალური გადასალახი 51 ქულა საგანში, მას უნივერსიტეტი საშუალებას აძლევს მეორედ გავიდეს გამოცდაზე რათა ქულა გაიუმჯობესოს.

საგნის „შეტენვა“ ან ჩარჩენა - იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი სემესტრის ბოლოს ვერ მოაგროვებს საგნის დასაძლევად გამოყოფილ მინიმალურ გადასალახ ბარიერს, მას საგანი ჩათვლილად არ ეთვლება. იმ შემთხვევაში თუ ჩარჩენილი საგანი სავალდებულოა ის სტუდენტმა მომდევნო სემესტრში უნდა გაიაროს.

კამპუსი – სტუდენტთა ქალაქი ანუ უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი. 

შემოგთავაზეთ ტერმინები, რომელიც მასალაში არ განგვიმარტავს, თუმცა თვლით, რომ მათი ცოდნა პირველკურსელებისთვის მნიშვნელოვანია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

მოვალეობის შემსრულებელი დირექტორად დაინიშნა - საკადრო ცვლილება სამინისტროს სსიპ-ში

გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ

ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი გიზო კაპანაძე და ადმინისტრაცია უდიდესი სიყვარულით ულოცავენ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას
 
„სიამაყითა და სიხარულით გილოცავთ სტუდენტობას!“ - ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლესებში ჩარიცხვას ულოცავს

გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას

142-ე საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება