სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

7 საინტერესო ფაქტი ცაცია ბავშვებზე, რომელიც გაგაოცებთ
22-10-2019
-
+


მსოფლიოში 500 მილიონზე მეტი ადამიანი ცაციაა. 1980 წლამდე ცაციობა ნაკლად ითვლებოდა და პედაგოგები ცდილობდნენ მოსწავლეებში ბავშვობიდანვე აღმოეფხვრათ. მაგრამ თანამედროვე მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ ცაციობა არა დაღი, არამედ ბევრ შემთხვევაში გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული პიროვნების ნიშანია. ასე მაგალითად ცნობილ ცაციებს შორის არიან: ლეონარდო და ვინჩი, ჩარლი ჩაპლინი, ისააკ ნიუტონი, აინშტაინი, ტესლა, მოცარტი, შოპენი, ბილ გეითსი, ჯიმი ჰენდრიქსი და ა.შ.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მემარცხენე ბავშვების შესახებ

ცაცია ბავშვები უფრო ემოციურები არიან

ემოციები ცაცია ბავშვებში იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია სიტუაციის გაცნობიერებაშიც კი შეუშალოს ხელი. სამაგიეროდ მის მეხსირებაში დარჩება  იმ მოვლენის ყველაზე მცირე დეტალებიც კი, რამაც მასზე შთაბეჭდილება მოახდინა!

ერთდროულად აინტერესებთ სპორტი და ხელოვნება 

ცაცია ბავშვებს აქვთ არაჩვეულებრივი უნარი დაკავდნენ ერთდროულად რამდენიმე საქმიანობით. გარდა ამისა ისინი სწრაფად ადაპტირდებიან და შეუძლიათ მყისიერად გადაერთონ ერთი გატაცებიდან მეორეზე. წავიდნენ კრივის შემდეგ თეატრში სპექტაკლის რეპეტიციაზე - მათთვის ბუნებრივია.



განსაკუთრებით წარმატებულები არიან სპორტის ზოგიერთ სახეობაში

აი აქ კი ცაციობა შესაძლოა უპირატესობად იქცეს. ცაცია ბავშვების პოზიცია უფრო მომგებიანია სპორტის შემდეგ სახეობებში: კრივი, ჩოგბურთი, ბადმინტონი, ფარიკაობა და ფეხბურთი.

ცაციები ბიჭებს შორის გაცილებით მეტია

ცაციები ბიჭებს შორის უფრო მეტი იბადება, ვიდრე გოგონებში. სტატისტიკით ცაცია მშობლებს ხშირად უჩნდებათ მემარცხენე ბავშვები, მაშინაც კი თუ ცაცია მხოლოდ ერთია - დედა ან მამა. აღსანიშნავია, რომ ცაცია ბიჭები უკეთესად იმახსოვრებენ სახეებს.



ხანდახან ვერ მეგობრობენ საკანცელარიო ნივთებთან

მაგალითად, ცაცია მარცხენა ხელით ვერ შეძლებს კომფორტულად გამოიყენოს ჩვეულებრივი მაკრატელი: დანამ შესაძლოა დაფაროს იმ ფიგურის კონტური, რომლის გაჭრასაც ბავშვი ცდილობს.

წყალქვეშ მემარჯვენეებზე უკეთ ხედავენ

აქვს კარგი მახსოვრობა და შესანიშნავი ორიენტაცია. ისინი წყალქვეშ მემარჯვენეებზე უკეთესად ხედავენ.

შეუძლიათ ორივე ხელის მარჯვედ გამოყენება

აუცილებელი არ არის იყო ამბიდექსტრი (ადამიანი, რომელიც მარჯვენა და მარცხენა კიდურებს ერთნაირი სიმარჯვით იყენებს), რომ სამუშაო ხელები შეანაცვლო. ხშირად ცაციები მარჯვენა ხელს დიდი სიმარჯვით იყენებენ - ეს ძალიან სასიამოვნო ბონუსია, რომლითაც ბუნებამ ცაცია ბავშვები დააჯილდოვა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება