სიახლეები
სამასწავლებლო

„ამდენი წელია ეხვეწებიან მასწავლებლებს, რომ კომპეტენცია დაადასტურონ“ - დირექტორების შეფასებები
09-08-2019
-
+


„განათლების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკოსმა მასწავლებელმა დაადასტუროს მინიმალური კომპეტენცია და აიმაღლოს სტატუსი. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ასევე განისაზღვრა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული წესი:

კერძოდ, იმ პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით ვერ მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს, საჯარო სკოლის დირექტორი საჭიროების შემთხვევაში გაუფორმებს ვადიან შრომით ხელშეკრულებას, ხოლო აღნიშნულ პოზიციას გამოაცხადებს ვაკანტურად“, - ამის შესახებ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესშია აღნიშნული.

etaloni.ge-მ სკოლების დირექტორებს ჰკითხა რას ფიქრობენ დროებით ხელშეკრულებებზე და მათი აზრით მიეცათ თუ არა გონივრული ვადა მასწავლებლებს სტატუსის ამაღლებისთვის.

ქალაქ საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნელი ბალახაშვილი: „მასწავლებელი აქამდეც უნდა იყოს მომზადებული. ამდენი წელია ეხვეწებიან, რომ დაადასტურონ კომპეტენცია. როგორ დავიჯერო, რომ არცერთ წელიწადს არ ჰქონდა საშუალება რომ დაედასტურებინა თავისი კომპეტენცია? როგორ შეიძლება ყოველ წელს ოჯახური პრობლემების გამო ვერ მოახერხო გამოცდის ჩაბარება? ამიტომ 5 თვეს დაამატებენ თუ ერთ წელს ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აი, უნარები კიდე სხვა არის. ხან გამოგივა ხან არა, მაგრამ კომპეტენციის საკითხი მაინც უნდა დაადასტუროს ნებისმიერმა ადამიანმა. რაც შეეხება ვადიანი ხელშეკრულებას, უნდა გაფორმდეს აუცილებლად, რომ ჩვენ განვსაზღვროთ გვიღირს თუ არა ეს კადრი დარჩეს ხანგრძლივად სკოლაში, თუ უმჯობესია უფრო გამოცდილი კადრით ჩავანაცვლოთ“.

ქალაქ ბათუმის N14 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო გოგუაძე: „აქამდეც საკმარისი დრო ჰქონდათ მასწავლებლებს და უნდა დასრულდეს ეტაპი. ეს პროცესი უკვე წლებია მიდის და ნამდვილად საკმარისი დრო იყო ყველას გამოევლინა თავისი ცოდნა. ვადიან ხელშეკრულებას რაც შეეხება ვთვლი, რომ ნამდვილად აუცილებელია, იმიტომ რომ შეიძლება გამოჩნდეს სხვა მასწავლებელი, უფრო მეტად პროფესიონალი თავისი საქმის, კომპეტენტური და ის უფრო გამოადგეს სკოლას“.

აბაშის მუნიციპალიტეტის გაუწყინარის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მეგენეიშვილი: „ალბათ, საჭირო იყო ერთი წლის ვადით მაინც მიგვეცა კიდევ დრო მასწავლებლებისთვის, ჩაეტარებინათ პრაქტიკული სამუშაოები, სადაც მათ კრედიტქულების აღება შეეძლებოდათ, უფრო მეტი შიდა დაკვირვების გაკვეთილებს  ჩაატარებდნენ. ახლა უკვე ფაქტის წინაშე დადგნენ, მაგრამ დრო აღარ არის ამისთვის. ვადიანი ხელშეკრულების თემამ ძალიან შეგვაწუხა. თუ ჩვენ ადამიანს ვაძლევთ საშუალებას და ხელშეკრულებას ვუდებთ, მაშინ სასწავლო წლის ბოლომდე უნდა მივცეთ საშუალება გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები. მაშინ რისთვის ვუდებთ ხელშეკრულებას, როცა ამ წუთში დადებული ხელშეკრულება შეიძლება 2 ან 3 დღეში გავაუქმოთ? თუ ვდებთ ხელშეკრულებას, მაშინ საშუალება უნდა მიეცეს მასწავლებელს სასწავლო წლის ბოლომდე მაინც შეეძლოს დარჩენა. ამ შემთხვევაში რეალური შანსი ეძლევა დარჩეს სკოლაში უკვე კვალიფიციურ მასწავლებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში მასწავლებელი გამოდის გაგდებული“. 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჩხიკვთას საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ბეგიაშვილი: „საერთო ჯამში, უთავბოლოდ კი არის ყველაფერი, მაგრამ იმდენი ხანია ამ სტატუსის ამაღლებაზე საუბარი, რომ ვისაც უნდოდა მომზადება აქამდეც მოემზადებოდა. თუმცა მაინც ვთვლი, ამდენი პრაქტიკოსი მასწავლებელი იმიტომ გვყავს, რომ დრო არ აქვთ მოსამზადებლად და არა იმიტომ, რომ ცოდნა არ აქვთ. რაც შეეხება ვადიან კონტრაქტს, ადამიანური კუთხით რომ მიუდგე, ცოტა ძნელია იმუშაო იმ აზრით, რომ ყოველ წუთს შეუძლიათ გაგიშვან სამსახურიდან. ეს მუდმივად შიშის ქვეშ ამყოფებს მასწავლებელს. ერთ თვიან და ორ თვიან ხელშეკრულებას რომ უდებ გამოცდილ პედაგოგს არ არის სწორი. მერე რა რომ პრაქტიკოსია? - ბევრი ჩვენი პრაქტიკოსი მასწავლებელი ბევრ სხვას სჯობს საგნის ცოდნით“. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ვართაგავა: „რაც მეტია დრო მოსამზადებლად, მით უკეთესი. არამგონია ეს დრო იყოს საკმარისი. პრაქტიკოსი მასწავლებლები ნამდვილად მონდომებულები არიან. გამოცდა მაინც გამოცდაა, საჭიროა კარგად მომზადება. დრო თუ ექნებათ უფრო მეტი უკეთესად მოემზადებიან და ღირსეულად ჩააბარებენ გამოცდას. ვნახოთ რა შედეგები გვექნება. რაც შეეხება ვადიან ხელშეკრულებას, ნაწილობრივ ვეთანხმები, რომ თუ ვერ გაამართლებს მასწავლებელი ჩავანაცვლებთ უფრო კომპეტენტური პედაგოგით. მეორე მხარე აქვს ის, რომ ადამიანური კუთხით მაინც ძნელია. თუმცა წინსვლის და განვითარების კუთხით ალბათ ასე ჯობია“.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირცხის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მაცი ჯალაღონია: „მათ ადრეც საკმარისი დრო ჰქონდათ იმისათვის, რომ თავიანთი კომპეტენცია დაედასტურებინათ. უნდა შეძლონ მომზადება და გამოცდების ჩაბარება, თორე ჩვენ რომ გვინდა მივაღწიოთ მაღალ სტანდარტებს განათლების კუთხით სხვანაირად არ გამოვა. სკოლაში უნდა მუშაობდეს კვალიფიციური კადრი. რა თქმა უნდა, ნაკლებად მისაღები კადრის ადგილი გამოცხადდება ვაკანტურად და თუ უკეთესი სპეციალისტი მოვა აღნიშნულ ვაკანსიაზე, გაუქმდება ვადიანი ხელშეკრულება, ჩავანაცვლებთ არსებულ პედაგოგს უფრო კომპეტენტური კადრით. სხვანაირად არ გამოვა წინსვლა და განვითარება. სწორად მიმაჩნია მოვიწვიო კვალიფიციური კადრები და დავასაქმო სკოლაში“. 

აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი ციალა ძნელაძე: „კარგი იქნებოდა გაეხანგრძლივებინათ ეს ვადა. არ არის ეს დრო საკმარისი, რომ მოემზადოს მასწავლებელი და თავისი ცოდნა რეალურად გამოავლინოს გამოცდაზე. რაც შეხება ვადიან ხელშეკრულებას, როგორც გვეტყვის განათლების სამინისტრო ისე მოვიქცევით, თუმცა ძნელია როცა ადამიანს ყოველ წუთს ეშინია სამსახურის დაკარგვის. სასწავლო წლის ბოლომდე მაინც უნდა ფორმდებოდეს ეს ხელშეკრულება“.

ცაგერის მუნიციპალიტეტის ნასპერის საჯარო სკოლის დირექტორი მელორ ახვლედიანი: „საერთოდ მასწავლებელს თუ უნდა განვითარება მთელი წელი უნდა ემზადებოდეს და იმუშაოს საკუთარ თავზე. მასწავლებელი ყოველთვის უნდა იყოს მზად და არ უნდა ეშინოდეს გამოცდის. საკმარისი ვადა აქვთ მათ მიცემული ამისთვის. იყო შემთხვევა, ჩვენ რომ გამოვაცხადეთ ვაკანსია, კადრები გვიჭირდა და არ მოვიდა არავინ. ამიტომ მოვიყვანეთ ახალგაზრდა გოგონა და დავასაქმეთ სკოლაში ხელშეკრულებით, სხვა გზა არ გვქონდა. ჯერჯერობით ძალიან კმაყოფილი ვართ ამ კადრით, თან არც არის სხვა მსურველი კონკრეტულ ვაკანსიაზე.

ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის საჯარო სკოლის დირექტორი გრიგორ იობაძე: „ნორმალურმა, საშუალო დონის მასწავლებელმა უნდა მოასწროს მომზადება და ჩააბაროს გამოცდა. ისიც გააჩნია ვისთან და სად მოემზადება მასწავლებელი თვითონ. თუ ორდღიანი ტრენინგები ჩაუტარეს ამით არაფერი გამოვა. უკეთესი ვარიანტი იქნებოდა 2 ან 3 თვიანი ტრენინგების ჩატარება. ვადიანი ხელშეკრულებით ჩვენ ვსარგებლობთ მაშინ, როდესაც არ მოდის გამოცხადებულ ვაკანსიაზე უფროსი მასწავლებელი. მაშინ იმ მასწავლებელს ვინც გვყავს, ვუფორმებთ ხელშეკრულებას გარკვეული ვადით და იგივე ანაზღაურებით, მაგრამ როგორც კი მოვა სხვა მასწავლებელი ამ ვაკანსიაზე, უფრო მაღალი კვალიფიკაციის, მაშინ არსებულმა პედაგოგმა უნდა დატოვოს სკოლა. ადამიანური კუთხით არ მომწონს, თუმცა განვითარების კუთხით სრულიად ვეთანხმები“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება