სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უმაღლესი შედეგები მიიღეს - ერთ-ერთი „ეტალონის“ ფინალისტია
01-08-2019
-
+


ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა. როგორც ზოგად უნარებში, ამ საგანშიც გამოიკვეთნენ გამორჩეული და ყველაზე მაღალი ქულის მქონე აბიტურიენტები, მათ შორის არიან ანა-მარია ქორიძე (70 ქულა), ალექს ქურდაძე (69 ქულა) და გიორგი გუჯეჯიანი (68 ქულა).

ჩვენ თითოეულ მათგანს და ასევე, მათი სკოლის დირექტორს დავუკავშირდით.

თბილისის N21 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ამზაშვილი:  

„ანა-მარია ყოველთვის ინტელექტუალი იყო, ის გამოირჩეოდა თავისი მოქალაქეობრივი აზროვნებით. ყოველთვის მონაწილეობდა რა? სად? როდის? კონკურსში. ასევე ის გახლდათ „წიგნის თაროს“ გუნდის წევრი, მან გამარჯვება მოიპოვა მწერალთა კავშირის კონკურსში. ამ მოსწავლეში ძალიან კარგად ჩანდა ოჯახისა და სკოლის თანამშრომლობის შედეგი. სიმართლე რომ ვთქვა, ეჭვიც არ მეპარებოდა მის ასეთ წარმატებაში“.

ანა-მარია ქორიძე:

„ერთი წელი ვემზადებოდი, ასეთ შედეგს ვერც წარმოვიდგენდი ქართულში. თუმცა, უკმაყოფილო ვარ უნარების შედეგით, სადაც 60 ქულა ავიღე. ვაბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე, შემდეგ კი მინდა ლიტერატურათმცოდნეობა ავირჩიო. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება“.

ხაშურის N8 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხიჩაკაძე: 

„ალექს ქურდაძე ძალიან წარმატებული, მონდომებული, მიზანდასახული და ყველა საგანში ერთნაირად ძლიერი მოსწავლეა, ის ასევე „ეტალონის“ ფინალისტი გახლავთ“.

ალექს ქურდაძე: 

„ბოლო წელი დავიწყე რეპეტიტორებთან მომზადება. ქართულის შედეგით კმაყოფილი ვარ, უნარებს რაც შეეხება, უფრო მეტს ველოდი. თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებაზე ვაბარებ და ვიმედოვნებ მართლაც ასე იქნება. ასევე, მონაწილეობას ვიღებდი პროექტ „ეტალონში“, სადაც ფინალშიც მოვხვდი, იქ მიღებული გამოცდილება ზოგადი განათლების კუთხით საკმაოდ გამომადგა გამოცდებზე, განსაკუთრებით კი ქართულში“.

თბილისის N145 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ოსიყმაშვილი:

„გიორგი გუჯეჯიანი ყოველთვის წარმატებული მოსწავლე იყო, ის ყველა საგანში გამორჩეულად კარგი იყო, გარდა ამისა, იყო ძალიან დისციპლინებული და მოწესრიგებული, აქედან გამომდინარე, მის ასეთ შედეგს ნამდვილად ველოდი“.

გიორგი გუჯეჯიანი:

„ზუსტად ბოლო წელს დავიწყე რეპეტიტორებთან მომზადება, მაღალი ქულის მოლოდინი ნამდვილად მქონდა, თუმცა ამდენს თუ ავიღებდი, არ მეგონა. უნარებში 72 ქულა ავიღე და ამ შედეგით ბოლომდე კმაყოფილი ვერ დავრჩი, თუმცა აღსანიშნავია, რომ რთული ვარიანტი ვიყავი და ამას მივაწერ ქულის რაოდენობასაც. ვაბარებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტზე“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება