სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

სკოლა და მასწავლებელი ბავშვის წარმატებას განსაზღვრავს - ფსიქოლოგების დასკვნა
30-07-2019
-
+


როდესაც საქმე განათლებასა და ცოდნის მიღებას ეხება, მშობელი პირველ რიგში, ყურადღებას მასწავლებლის უნარებზე ამახვილებს.

რატომ ეზარებათ სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილის მომზადება და სკოლაში სიარული?

ფსიქოლოგების მოსაზრებით, ეს  სწავლისადმი ანგარიშვალდებულებას უკავშირდება.

რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა კატეგორიის ბავშვი, მათში სწავლისადმი ინტერესს პირველ რიგში, მშობელი სწორი დამოკიდებულებით უნდა აღვივებდეს. თუმცა, როდესაც მოზარდს ვაიძულებთ აკეთოს ის, რაც მას არ სურს, მივდივარ საკმაოდ ცუდ შედეგამდე.

რაც შეეხება მეორე და მნიშვნელოვან ეტაპს, ეს გახლავთ სკოლა და მასწავლებელი, მათი პასუხისმგებლობა ძალიან დიდია.

ისინი ვალდებულნი არიან იფიქრონ და გაიაზრონ ის, თუ რა პრობლემა შეიძლება შეექმნას ბავშვს მათი არსწორი მიდგომის გამო.

შეიძლება ითქვას, რომ ბავშვის წარმატებას მასწავლებელი განსაზღვრავს.

სკოლა უნდა ქმნიდეს გარემოს, რომელიც მოსწავლეს ვალდებულების ნაცვლად ინტერესს გაუღვივებს.

ასევე, მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პიროვნება გახლავთ დირექტორიც, მას მოსწავლეების ზრდის თანმიმდევრული და დამაჯერებელი ხედვა უნდა გააჩნდეს.

რატომ უნდა აზროვნებდეს ბავშვი კრიტიკულად? ეს კითხვა ბევრისათვის გაუგებარია, პასუხი კი ერთია - კრიტიკული აზროვნება წარმატების მიღწევის მნიშვნელოვანი წინაპირობა გახლავთ.

მასწავლებლები და მშობელი პარტნიორები არიან. მათ ბავშვის სასწავლო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად თითქმის ერთნაირი ვალდებულება გააჩნიათ.

რაც შეეხება ტესტირებას, ეს ასპექტი ბავშვის უნარების შესამოწმებლად და შემდეგ, მათი სისუსტეების აღმოსაფხვრელად, ძალიან კარგი მეთოდია.

და ბოლოს, არასოდეს დაგვავიწყდეს, რომ კავშირი და ძლიერი ჯაჭვის გაწყვეტა ბავშვთან, მისი მომავლის დაღუპვის ტოლფასი შეიძლება გახდეს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება