სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლის გამოცდის ტესტები უფრო მარტივი იყო, ვიდრე ჩვენი“ - აბიტურიენტები ფიზიკის გამოცდას აფასებენ
23-07-2019
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ფიზიკის გამოცდით დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე აბიტურიენტთა თითქმის 6% არ გამოცხადებულა.

აღსანიშნავია, რომ აბიტურიენტების თქმით, წლევანდელ ფიზიკის გამოცდაზე მოსული იყო ისეთი ტესტები, რომლებიც მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდაზე ფიზიკის საგანის გამოცდაში შედიოდა. საერთო ჯამში კი თვლიან, რომ გამოცდა მეტ-ნაკლებად რთული იყო.

„იგივე სირთულის იყო, რაც წინა წლების ტესტები. კითხვები იყო გეომეტრიულ ოპტიკაზე, ელექტროველზე, დენის ძალაზე. გვეკითხებოდნენ სრულ წინაღობას, სიმძლავრეს. ასევე იყო გრაფიკები, 45 ტესტური კითხვა იყო და 4-5 ღია კითხვა. საერთო ჯამში, ვთვლი, რომ ცუდად დავწერე, იმის გათვალისწინებით, რომ 2 წელი ვემზადებოდი“, - გვითხრა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა, ანა შიტიკურმა.

„იყო ისეთი საკითხები, რომლებიც 2018 წლის გამოცდაში იყო და გამეორდა. ასევე მასწავლებლის გამოცდის ტესტებიდან იყო რამდენიმე კითხვა კიდევ მოსული. საკითხები იყო გრაფიკები წრფივ, თანაბარ მოძრაობაზე, ასევე ორი ერთნაირი მასის ზამბარა იყო გადაბმული ერთმანეთზე და მაგაზე იყო კითხვები. ელექტროობიდან იყო 5-ქულიანი ამოცანა, ერთგვაროვან ველში შეიჭრა ნაწილაკი და სიჩქარე უნდა გამოგვეთვალა. იყო საკითხები, რომლებიც ვერ დავწერე, ამიტომ ჩემთვის ცოტა რთული იყო“, - გვითხრა ნონა ვაშაკიძემ.

„5-ქულიანი ამოცანები რთული იყო, საკმაოდ გამიჭირდა. ტესტებშიც იყო ისეთები, რომლებსაც ერთქულიანად ნამდვილად არ შევაფასებდი. ერთი ამოცანა იყო ზამბარაზე გადაბმულ ორი სხეულზე და რამდენიმე კითხვას გვისვამდნენ. წლევანდელი ტესტები დაახლოებით, გავდა 2018 წლის ტესტებს“, - გვითხრა ნატო მეკოკიშვილმა

„ბოლო ამოცანები საკმაოდ რთული იყო. ვთვლი, რომ წინა წლებთან შედარებით , უფრო რთული იყო. წლევანდელ მასწავლებელთა გამოცდებსაც გადავხედე და ის ტესტები უფრო მარტივი იყო, ვიდრე აბიტურიენტების. ცოტა მეუხერხულა კიდეც ეს ყველაფერი“, - გვითხრა თბილისის N175 საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

ასევე იხილეთ: „ნეტავ, თუ ხდება რომელიმე ქვეყანაში, რომ მასწავლებლის ტესტები გაცილებით ადვილია, ვიდრე აბიტურიენტის?“- შეფასებები სოციალური ქსელიდან


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება